პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა “გირჩის” წევრის, სალომე მუჯირისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა.
აღნიშნული საკითხი, დადგენილების მიღებისთვის პარლამენტის სესიაზე გავა.
ცნობილია, რომ მის ადგილს პარლამენტში სანდრო რაქვიაშვილი დაიკავებს.
შეგახსენებთ,” გირჩმა “ალექსანდრე რაქვიაშვილის პარლამენტში შეყვანის მიზნით სიის ჩახსნის მოთხოვნით ცესკო- ს რამდენიმე კვირის წინ მიმართა, რის შემდეგაც ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით, სია ჩაიხსნა პარლამენტის წევრობის მე-8 ნომრიდან. სიაში დარჩნენ სანდრო რაქვიაშვილი, ლევან ჯგერენაია და ჰერმან საბო.