რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს

554

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს პაპუნა მარგველიძეს ახალი მოადგილე ჰყავს. რწმუნებულის ახალ მოადგილედ თემურ ჩანქსელიანი დაინიშნა.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, თემურ ჩანქსელიანი, რომელსაც საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მიმდინარე წლის 7 მაისს დაინიშნა.