საგარეჯოდან ჩამოსულ მწყემსებს ახალციხის მთაში არ უშვებენ. მესამე დღეა 1500 ცხვარი და 99 ძროხა სოფელ მინაძის მიმდებარედაა გაჩერებული. მწყემსები ურავლის გავლით ე.წ ნაღებას მთაში მიდიოდნენ, მაგრამ, როგორც თავად ამბობენ, გადაადგილებაში ხელი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა შეუშალეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„10 წელია ამ მთაში დავდივართ და ნებართვა არ დაგვჭირვებია. 3-4-დღის წინ ჩამოვედით, ოჯახის წევრები ავიყვანეთ მთაში დავტოვეთ და უკან იმისთვის წამოვედით, რომ ფარა და...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისსა და მთის ძირში ქუჩებსა და ჩიხებს სახელდება მიენიჭა. საკითხი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილეს და ყველა მათგანი დადებითად გადაწყვიტეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით დაჯილდოვდნენ გარდაბნის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები. ფულადი პრიზი გადაეცემათ საქართველოს ჩემპიონატში საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭიდავეებს, ძიუდოისტებსა და მათ მწვრთნელებს.
ასევე დადებითად გადაწყდა რამდენიმე ადგილობრივი...
გორში, ელექტროფიკაციის დასახლებაში კალათბურთის მოედანი და სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მერიამ აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 81 635 ლარია.
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სკვერში იქნება 4 საქანელა, 3 სკამი, 4 ურნა, ატრაქციონი აიწონა-დაიწონა და სასრიალო. სკვერში დაირგვება 10 ცალი მსხვილფოთოლა ნეკერჩხალი.
მერია ტენდერზე წინადადებების მიღებას პირველი ივნისიდან იწყება. გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 60-დღიანი ვადა ექნება.
საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ხელნაწერის საფუძველზე შრიფტი შეიქმნა. პროექტი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დაბადებიდან 82 წლის იუბილესა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს - ეძღვნება.
"მერაბ კოსტავას ხელნაწერები მისი დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ არქივს რუსუდან ბერიძემ 2019 წელს გადასცა. მერაბ კოსტავას მეუღლის თანხმობით შრიფტის მოხაზულობა ქართველი დისიდენტის, პოლიტიკოსისა და პოეტის ლექსების ხელნაწერიდან არის...
კაჭრეთის ზონაში სტიქიისგან დაზიანებული 85 საცხოვრებელი სახლის გადახურვა დასრულდა. ამ ეტაპზე კიდევ 116 შენობის სახურავის შეკეთება მიმდინარეობს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან 2 მილიონ ნახევარი ლარით ფინანსდება. სამუშაოები კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა მოინახულეს.
შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს კახეთში მოსული სეტყვისა და ძლიერი ქარის შედეგად, მნიშვნელივანი პრობლემები შეიქმნა. ზარალი მიადგა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. ასევე...
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 184 ფაქტი გამოვლინდა.
როგორც bm.ge-ს შს სამინისტროდან აცნობეს, პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 41 პირი დააჯარიმა. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 965 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 178 ფაქტი გამოვლინდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო...
პარლამენტმა 92-ხმით, ერთხმად “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებების პროექტს დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მიიღეს.
პროექტი დეპუტატებს ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა.
საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით განსაკუთრებული სიახლე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. კერძოდ, არსებულთან შედარებით, 2021 წელს არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფრო მეტად პროპორციული იქნება - თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და...
წინა სტატია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
როგორც bm.ge-ის საგარეო უწყებიდან აცნობეს, კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარას ჩანჩქერი პირველად განათდება ქართული დროშის ფერებში. ასევე, ტორონტოში პირველად გაიმართება საქართველოს დროში აღმართვის ცერემონია. 1 ივნისს კი, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის დედაქალაქ ვიქტორიაში, გუბერნატორის სასახლეში...
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. მთავარი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე 11:00 საათზე დაიწყება. მას შემდეგ, რაც საქართველოს დროშა ეროვნული ჰიმნის თანხლებით აღიმართება, ქვეყნის მთავარ მოედანზე სამხედრო ფიცს 250-მდე ახალწვეული დადებს.
„დიდგორი მეომრის“, „დიდგორი მედევაკისა“ და „დიდგორი 3“-ის მძიმე ტექნიკას საზოგადოება პირველად ნახავს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ავღანეთის მისიიდან ჩამოსული ქართველი ჯარისკაცები. პირველი, ვინც თავდაცვის ძალებს სიტყვით მიმართავს, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილი იქნება....
მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია 26 მაისიდან მუშაობას აახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოგზაურობის მოყვარულებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს 93-ვე დაცული ტერიტორია მოინახულონ.
„სათაფლიაში ახალი ეკოტურისტული ბილიკი გაიხსნა, რომელიც მარტივი საფეხმავლოა და ბუნებაში განტვირთვის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ვიზიტორებს საშუალება აქვთ, ისიამოვნონ დინოზავრების პარკის, მუზეუმის, დინოზავრის საკონსერვაციო ნაგებობისა და შუშის...
გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა დამთვალიერებისთვის გადახდის საფასური განსაზღვრა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
შეღავათების ჩამონათვალი ასე განისაზღვრა:
მოსწავლე - 1 ლარი;
მოსწავლეთა ჯგუფის სალექციო მომსახურება დამატებით ჯგუფზე - 5 ლარი;
სტუდენტი - 2 ლარი სალექციო მომსახურება დამატებით ჯგუფზე 10 ლარი;
დამთვალიერებელი (ადგილობრივი, უცხოელი) 1 კაცი 5 ლარი - ლექციის გარეშე. სალექციო მომსახურებით 1 კაცი - 10 ლარი.
გადახდის დროს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის გათვალისწინებული იქნება ტარიფიკაციით...
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა პარტიული თანამდებობა დატოვა. შოთა ნარეკლიშვილი "ქართული ოცნების" თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარე აღარ იქნება.
მიღებულ გადაწყვეტილებას მერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს. მისი თქმით, მერის თანამდებობაზე კენჭს აღარ იყრის და შესაბამისად, აღარც პარტიულ საქმიანობას გააგრძელებს.
"ქართული ოცნების" თელავის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობას, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე შეასრულებს.
შოთა ნარეკლიშვილი თელავის მერად 2017 წელს აირჩიეს. 2018 წლიდან კი ის "ქართული ოცნება...
24 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს. ერთ-ერთი თემა დათმო მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ 2020 წელს განხორციელებულ შესყიდვებს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარში შესყიდვების განყოფილების უფროსმა ზანდა კვანჭიანმა წარადგინა და აღნიშნა, რომ ტენდერების შესყიდვის პროცესში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. საქმე ეხება სამ მილიონიანზე მეტ პროექტს, რომლითაც ალგეთში, თაზაქენდში, აზიზქენდში, გაჯისაქენდში, ქუთლიარში, ამბაროვკაში,...
რუსთავში, ჭალის ტყის ტერიტორიაზე, გამწვანების მორიგი აქცია მოეწყო. ეკოაქტივობის ფარგლებში, ტერიტორიაზე 100-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგი დაირგო.
შეგახსენებთ, რომ ქალაქის "ჭალის ტყის აღდგენის" პროექტის პრეზენტაცია მიმდინარე წლის აპრილში მოეწყო და პარალელურად, ტერიტორიაზე 1000 ძირი ხის ნერგი დაირგო, რომლის მოვლა-პატრონობაზეც მუნიციპალიტეტი ზრუნავს. პროექტი, პარლამენტში რუსთაველი დეპუტატის, ალექსანდრე დალაქიშვილის ინიციატივითა და "საზოგადოება რუსთაველების" ხელშეწყობით ხორციელდება.
პარლამენტარები და რუსთავის მერი ხაზს უსვამენ, რომ ქალაქში...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში მცხოვრები მხატვარი ბელა ლობჟანიძე, მოსწავლეებთან ერთად სოფელში არსებული უსახური კედლების გაცოცხლებას და ნახატებით გალამაზებას გეგმავს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ლობჟანიძის თქმით, თავდაპირველად ფიროსმანის ნახატები თავისი სახლის წინ მესერზე გადაიტანა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. სწორედ ამიტომ მან მოსწავლეებთან ერთად სოფელში არსებული უსახური კედლების გალამაზება გადაწყვიტა.
,,იდეა მოვიდა სპონტანურად. ერთხელ სოფელში ყოფნისას ძალიან მოვიწყინე, შევხედე ჩემს მესერს და თითქოს...
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კომისიის წევრები საბოლოო მონაცემებს ოქმში შეტანამდე სპეციალური პროგრამით დააჯამებენ. ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განიხილავენ.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, კომისიის წევრებს უმეტეს შემთხვევაში არითმეტიკული შეცდომები მოსდიოდათ.
„ის, რომ შესწორების ოქმი ვერ შედგება ფაქტობრივად გადათვლის გარეშე, ეს მნიშვნელოვანი საკითხია და შესაძლებელია, ამან ბევრი გადათვლა გამოიწვიოს, ვინაიდან ვხედავთ, რომ ეს მათემატიკური შეცდომები...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































