რუსთავში, ჭალის ტყის ტერიტორიაზე, გამწვანების მორიგი აქცია მოეწყო. ეკოაქტივობის ფარგლებში, ტერიტორიაზე 100-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგი დაირგო.
შეგახსენებთ, რომ ქალაქის “ჭალის ტყის აღდგენის” პროექტის პრეზენტაცია მიმდინარე წლის აპრილში მოეწყო და პარალელურად, ტერიტორიაზე 1000 ძირი ხის ნერგი დაირგო, რომლის მოვლა-პატრონობაზეც მუნიციპალიტეტი ზრუნავს. პროექტი, პარლამენტში რუსთაველი დეპუტატის, ალექსანდრე დალაქიშვილის ინიციატივითა და “საზოგადოება რუსთაველების” ხელშეწყობით ხორციელდება.
პარლამენტარები და რუსთავის მერი ხაზს უსვამენ, რომ ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემების ფონზე, ჭალის ტყის განადგურებული ნაწილის აღდგენა, ქალაქისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.