გორში ელექტროფიკაციის დასახლებაში კალათბურთის მოედანი მოეწყობა

516

გორში, ელექტროფიკაციის დასახლებაში კალათბურთის მოედანი და სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

მერიამ აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 81 635 ლარია.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სკვერში იქნება 4 საქანელა, 3 სკამი, 4 ურნა, ატრაქციონი აიწონა-დაიწონა და სასრიალო. სკვერში დაირგვება 10 ცალი მსხვილფოთოლა ნეკერჩხალი.

მერია ტენდერზე წინადადებების მიღებას პირველი ივნისიდან იწყება. გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 60-დღიანი ვადა ექნება.