კაჭრეთის ზონაში სტიქიისგან დაზიანებული 85 საცხოვრებელი სახლის გადახურვა დასრულდა

387

კაჭრეთის ზონაში სტიქიისგან დაზიანებული 85 საცხოვრებელი სახლის გადახურვა დასრულდა. ამ ეტაპზე კიდევ 116 შენობის სახურავის შეკეთება მიმდინარეობს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან 2 მილიონ ნახევარი ლარით ფინანსდება. სამუშაოები კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა მოინახულეს.

შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს კახეთში მოსული სეტყვისა და ძლიერი ქარის შედეგად, მნიშვნელივანი პრობლემები შეიქმნა. ზარალი მიადგა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. ასევე დაზიანდა 201 საცხოვრებელი სახლის სახურავი.