გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა დამთვალიერებისთვის გადახდის საფასური განსაზღვრა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
შეღავათების ჩამონათვალი ასე განისაზღვრა:
მოსწავლე – 1 ლარი;
მოსწავლეთა ჯგუფის სალექციო მომსახურება დამატებით ჯგუფზე – 5 ლარი;
სტუდენტი – 2 ლარი სალექციო მომსახურება დამატებით ჯგუფზე 10 ლარი;
დამთვალიერებელი (ადგილობრივი, უცხოელი) 1 კაცი 5 ლარი – ლექციის გარეშე. სალექციო მომსახურებით 1 კაცი – 10 ლარი.
გადახდის დროს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის გათვალისწინებული იქნება ტარიფიკაციით გაკეთებული შეღავათები.