თელავის მუნიციპალიტეტის მერმა პარტიული თანამდებობა დატოვა. შოთა ნარეკლიშვილი “ქართული ოცნების” თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარე აღარ იქნება.
მიღებულ გადაწყვეტილებას მერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს. მისი თქმით, მერის თანამდებობაზე კენჭს აღარ იყრის და შესაბამისად, აღარც პარტიულ საქმიანობას გააგრძელებს.
“ქართული ოცნების” თელავის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობას, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე შეასრულებს.
შოთა ნარეკლიშვილი თელავის მერად 2017 წელს აირჩიეს. 2018 წლიდან კი ის “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
ახალ თავმჯდომარეს პარტიის ყრილობაზე დაასახელებენ.