24 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს. ერთ-ერთი თემა დათმო მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ 2020 წელს განხორციელებულ შესყიდვებს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარში შესყიდვების განყოფილების უფროსმა ზანდა კვანჭიანმა წარადგინა და აღნიშნა, რომ ტენდერების შესყიდვის პროცესში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. საქმე ეხება სამ მილიონიანზე მეტ პროექტს, რომლითაც ალგეთში, თაზაქენდში, აზიზქენდში, გაჯისაქენდში, ქუთლიარში, ამბაროვკაში, ალგეთის ღვინის ქარხნის მეურნეობაში და ქეშალოში სასმელი წყლით მომარაგების სამუშაოების შესყიდვა უნდა განხორციელებულიყო. ტენდერში მონაწილეობა 11-მა პრეტენდენტმა მიიღო, მათგან ორს დისკვალიფიკაცია არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო მიენიჭა. კომპანია შპს ,,ელვა”-ს ფილიალი ქ. თბილისში (საქართველო)-ს შემთხვევაში გაყალბებული იყო ხელმოწერა.
„პრეტენდენტს მივანიჭეთ დისკვალიფიკაცია არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, რის შემდეგაც ის მოხვდა შავ სიაში. მან ეს ყველაფერი სახელმწიფო შესყიდვების დავებში გაგვისაჩივრა, რის შედეგადაც დავა ჩვენ სასარგებლოდ იქნა გადაწყვეტილი. ამ ქმედებით პრეტენდენტს ანგარიშიდან ჩამოეჭრა 30 000 ლარი“-თქვა ზანდა კვანჭიანმა.
დიკვალიფიკაცია მიანიჭეს ამავე ტენდერში მონაწილე კომპანიას „პასაჟი-საქართველო“-ს. ზანდა კვანჭანის თმით, არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო აღნიშნულ კომპანიასაც დაეკისრა 30 000 ლარი, თუმცა საქმე ამჟამად სასამართლოშია
„პრეტენდენტმა ერთ-ერთი დოკუმენტის წარდგენის დროს, ეს ეხება მუშაობის გამოცდილებას, წარმოადგინა რუსულენოვანი დოკუმენტები, რომელიც დამოწმებული იყო ნოტარიულად. ჩვენ ვამოწმებთ ხოლმე ამ დოკუმენტებს, რამდენად სწორად იქნა შესრულებული. აღმოვაჩინეთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ ეხებოდა შპს „პასაჟირს“. ისე ატვირთეს დოკუმენტი, რომ რეალურად არ იყო დამოწმებული ნოტარიულად. ამის დასამტკიცებლად დავუკავშირდით ნოტარიუსს, რომელიც მითითებული იყო. წერილობით მივწერეთ რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს. მათგან მივიღეთ პასუხი, რომ არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ამიტომ პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო. ასევე გაასაჩივრეს სახელმწიფო შესყიდვების დავებში და ასევე ჩვენი მოგებით დასრულდა დავა. ამჟამად ამ პრეტენდენს სასამართლოშ აქვს გასაჩივრებული დავა და ველოდებით შემდეგ პროცესებს“
აღსანიშნავია, რომ ტენდერი მერიას 2020 წელს ჰქონდა გმოცხადებული. ტენდერში შპს „გზამ“ გაიმარჯვა. აღნიშნულმა კომპანიამ მერიას სამუშაოების შესრულება 2 677 777 ლარად შესთავაზა. თანხის 95% სახელმწიფო, 5% კი მარნეულის მერიის ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტი დასრულებულია.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო სპორტსმენების წახალისების საკითხი. მარნეულის მერია ფულადი ჯილდოთი წაახალისებს სპორტსმენებს, ლუკა და კოტე კაპანააძეებს და მათ მწვრთნელებს.