ავტობუსები - N12, N22, N58, N30, N91 და N92 ხვალიდან BMC-სა და ISUZU-ს მარკის 12-მეტრიანი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, N12 მარშრუტზე მოძრავ ISUZU-ს მარკის ოთხ ერთეულსა და N22-ზე მოძრავ სამ ერთეულ ავტობუსს BMC-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები ჩაანაცვლებს.
რაც შეეხება N58 მარშრუტზე მოძრავ ოთხ ერთეულ „ბოგდანის“ მარკის ავტობუსს, მათ BMC-ის მარკის ხუთი ავტობუსი შეცვლის. ასევე, N92 მარშრუტზე არსებული ე.წ. ყვითელი...
ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის კორექტირებაზე და კორექტირებული ბიუჯეტი იქნება უპრეცედენტო, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
„ყველა შესაბამის მხარჯველ დაწესებულებას, როგორც სამინისტროებს, ასევე მუნიციპალიტეტს მინდა ვთხოვო, ყველა იმ პროექტის, მოთხოვნის ძალიან ოპერატიულად წარდგენა ფინანსთა სამინისტროსთან, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ კორექტირებულ ბიუჯეტში და ასევე აღვნიშნავ, რომ უკვე 4 თვის მონაცემებით გადაჭარბებითაა შესრულებული პრივატიზაციის წლის გეგმა და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ...
აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება.
„ველით მზარდ ტურისტულ ნაკადს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონისთვის მზადება. მინდა, ვთხოვო როგორც ტურიზმის დეპარტამენტს, ისე - ყველა სხვა უწყებას, რომ 15 ივნისს ოფიციალურად გავხსნათ სეზონი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაქსიმალური სიფრთხილით, ეპიდემიოლოგების გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რათა ეკონომიკასთან ერთად, სტაბილური ეპიდვითარება შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის...
ტურიზმის კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ახალი ინიციატივა - ტურიზმის მხარდამჭერი ფონდი შეიქმნა.
ფონდის დაარსებასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წყალმომარაგების კომპანია ქალაქ დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგების სისტემების მშენებლობას წელს, ზაფხულში დაიწყებს.
ამჟამად, დედოფლისწყაროში არსებულ სიტუაციას, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, ალექსანდრე თევდორაძესთან და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ივლისის თვიდან წყალმომარაგების სისტემის ყველა პროექტი შევა მშენებლობის აქტიურ ფაზაში. ჯამურად, ამ პროექტებს 58 მილიონი ლარი მოხმარდება,რაც...
გორში ვაჩნაძის ქუჩაზე სკვერი მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული სამუშაოებისთვის 68 040 ლარი გაითვალისწინა.
პროექტის მიხედვით სკვერის ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, კალათბურთის ფარი, სანათები და სკამები.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დაასრულოს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმაცხოვში გზის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დასრულდება.
პროექტი, რომელიც სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, 707 ათას ლარს ითვლის.
სამუშაოების ფარგლებში დაიგო ორი ფენა ასფალტის საფარი, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების დახაზვა.
სოფელ დუმაცხოვში რეაბილიტირებული გზით 200-ზე მეტი ადგილობრივი და სტუმარი ისარგებლებს, რაც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „იბოლია“ ასრულებს.
შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. ვახტანგ ზოიძის განცხადებით, ამის მიზეზი გახარიას მხარდაჭერის გამო თანამდებობის პირების პოლიტიკური ნიშნით დევნაა. ვახტანგ ზოიძე გადადგომის შესახებ განცხადებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს, რომელშიც დასძენს, რომ ამ მეთოდით ადამიანებს წინა ხელისუფლება ებრძოდა, რაც მისთვის მიუღებელია.
„2012 წლიდან ვარ "ქართული ოცნების" წევრი, 2014 -2017 წლებში აქტიურად ვიყავი ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ვიყავი შუახევის საარჩევნო შტაბის...
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღებში რეგისტრაცია 1 ივნისიდან დაიწყება. როგორც მარნეულის ბაგა-ბააღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ზაურ ქარამოვმა გვითხრა, 2021-2022 სააღმზრდელო წლისათვის რეგისტრაცია პირველი ივნისს, დილის 09:00 საათიდან დაიწყება.
რეგისტრაცია განხორციელდება მიმღები კომისიის მიერ საბავშვო ბაღში, ადგილმდებარეობის მიხედვით. ხოლო ქ. მარნეულის N1 საბავშვო ბაღში და სოფ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაგა-ბაღში რეგისტრაცია ჩატარდება მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში (ცენტრში).
რეგისტრაციის პროცესში უშუალოდ მონაწილეობს ბავშვის მშობელი/კანონმდებლობით განსაზღვრული პირი ან...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე გზის მშენებლობის დასრულებას კიდევ 2 თვე დასჭირდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
როგორც გამოცემას ზუგდიდის მერიაში განუცხადეს, სამუშაოები ცუდმა ამინდებმა შეაფერხა.
"უამინდობამ შეუშალა ხელი და ამიტომ შეფერხდა, მაგრამ უკვე განახლდა სამუშაოები და ხვალიდან აქტიურ ფაზაში შევა. მოქალაქეებს კი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს ვუხდით", - აცხადებენ მერიაში.
პრესსამსახურში ირწმუნებიან, რომ გზის მშენებლობა "ივლისის შუა რიცხვებში ან უფრო ადრეც" დასრულდება.
სამი...
9 მაისს მოსული სტიქიის შედეგად, ჭანდარში ღვინის ქარხანის მიმდებარედ არსებული ხიდი ჩაიხერგა. გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა და გზა გაასუფთავეს, თუმცა, ქვა-ღორღი იქვე მდებარე რკინიგზის მეორე ხიდთან მიხვეტეს, რის გამოც გასასვლელი ჩაიკეტა. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ სტიქია განმეორდება, მოვარდნილი წყალი დაგუბდება და შესაძლოა ხიდი მოგლიჯოს.
როგორც გურჯაანის მერის წარმომადგენელმა სოფელ ჭანდარში, გიორგი მანიჟაშვილმა განაცხადა, მიმდებარე ტერიტორია უახლოეს დღეებში გაიწმინდება.
„სტიქიის შემდეგ...
გორის მუნიციპალიტეტში ბოლო მონაცემებით, 10 695 დევნილი ცხოვრობს, - აღნიშნულ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
"2011 წელს გორის მუნიციპალიტეტში 7 569 დევნილი ცხოვრობდა, 2021 წლის მარტის მონაცემით, ეს რიცხვი 3 126-თ არის გაზრდილი" , - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სააგენტოს განმარტებით, დევნილად მიიჩნევა მოქალაქე, რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის...
ქალაქ დედოფლისწყაროს მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სერვისცენტრთან შეიკრიბა.
მათი თქმით, სასმელი წყალი გრაფიკის გარეშე, სამ დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მიეწოდებათ, ცალკეულ უბნებში კი წყლის დაბალი წნევის გამო საყოფაცხოვრებო ტექნიკას ვერ მოიხმარენ.
„სამ დღეში ერთხელ მოგვეწოდება წყალი. 5-6 საათი მოდის და თან ისეთი წნევით, რომ სარეცხის მანქანასაც კი ვერ ვრთავთ. რომ დაცხება, წყლის მარაგი უფრო შემცირდება და...
თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა და თუშეთის ეროვნული პარკი პირველ ვიზიტორებს ელოდება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი ომალოში მდებარეობს, სადაც სასურველი ტურის დაგეგმვა, განთავსება და ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი ყველა არსებული მომსახურების შესახებ.
„თუშეთის ეროვნული პარკის 11 ტურისტული საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტები საშუალებას აძლევს ვიზიტორს, თითქმის სრულად მოინახულოს და დატკბეს უნიკალური ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტებით. თუშეთში, დიდთოვლობის გამო, ტურისტული სეზონი მხოლოდ...
"ქართული ოცნება" და საპარლამენტო ოპოზიცია 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტზე ვერ შეთანხმდნენ.
მხარეებს შორის შეხვედრა პარლამენტში გაიმართა, თუმცა, ოპოზიციონერების თქმით, პოზიციები ვერ შეჯერდა. დღეს, პირველი მოსმენით "ქართული ოცნება" აპირებს, რომ ამნისტიის კანონპროექტის მათი ვერსია მიიღონ.
ოპოზიციური ფრაქციის, ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ 19 აპრილის მიშელის დოკუმენტთან შესაბამისობაში ოპოზიციის პროექტია.
„ვერ შევთანხმდით ჩვენს პროექტზე. მიგვაჩნია, რომ ჩვენი პროექტია სრულ შესატყვისობაში შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებასთან. ჩვენი პროექტით,...
პირველი ივნისიდან ახალციხის ციხეზე სამუშაო საათები იცვლება, ისტორიული კომპლექსი დამთვალიერებლებს 09:00–დან 19:00 საათამდე მიიღებს.
ქვედა ციხეზე, სადაც კვების ობიექტებიცაა განლაგებული, შესვლა უფასოა, ზედა ციხეზე კი ფასიანი.
- ზრდასრული ვიზიტორი - შვიდი ლარი;
- სტუდენტი - სამი ლარი;
- მოსწავლე - ორი ლარი;
- ექსკურსიამძღოლის მომსახურება მშობლიურ ენაზე - ხუთი ვიზიტორის ჩათვლით - 10 ლარი;
- ხუთ ვიზიტორზე მეტი - 20 ლარი;
- უცხო ენაზე ხუთი ვიზიტორის ჩათვლით -...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































