ხვალიდან ავტობუსების ნაწილი 12-მეტრიანი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება

812

ავტობუსები – N12, N22, N58, N30, N91 და N92 ხვალიდან BMC-სა და ISUZU-ს მარკის 12-მეტრიანი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, N12 მარშრუტზე მოძრავ ISUZU-ს მარკის ოთხ ერთეულსა და N22-ზე მოძრავ სამ ერთეულ ავტობუსს BMC-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები ჩაანაცვლებს.

რაც შეეხება N58 მარშრუტზე მოძრავ ოთხ ერთეულ „ბოგდანის“ მარკის ავტობუსს, მათ BMC-ის მარკის ხუთი ავტობუსი შეცვლის. ასევე, N92 მარშრუტზე არსებული ე.წ. ყვითელი ავტობუსების ნაცვლად, 12-მეტრიანი ახალი ავტობუსები იმოძრავებენ.

N12 და N22 ავტობუსების ჩანაცვლების შედეგად, ISUZU მარკის გათავისუფლებული ავტობუსები N91 და N30 მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.

საერთო ჯამში, დედაქალაქში „ბოგდანის“ მარკის 16 ერთეული ავტობუსი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება.