პირველი ივნისიდან ახალციხის ციხეზე სამუშაო საათები იცვლება, ისტორიული კომპლექსი დამთვალიერებლებს 09:00–დან 19:00 საათამდე მიიღებს.
ქვედა ციხეზე, სადაც კვების ობიექტებიცაა განლაგებული, შესვლა უფასოა, ზედა ციხეზე კი ფასიანი.
– ზრდასრული ვიზიტორი – შვიდი ლარი;
– სტუდენტი – სამი ლარი;
– მოსწავლე – ორი ლარი;
– ექსკურსიამძღოლის მომსახურება მშობლიურ ენაზე – ხუთი ვიზიტორის ჩათვლით – 10 ლარი;
– ხუთ ვიზიტორზე მეტი – 20 ლარი;
– უცხო ენაზე ხუთი ვიზიტორის ჩათვლით – 20
ლარი;
– ხოლო ხუთი ვიზიტორის ზევით -30 ლარი;
შესვლა უფასოა (მოწმობის წარდგენით):
– -ICOM – ის წევრებისათვის;
– საქართველოს და უცხოეთის მუზეუმის
თანამშრომლებისათვის;
– 6 წლამდე ასაკის და მიუსაფარი ბავშვებისათვის;
– სოციალურად დაუცველ პირთათვის;
– შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;
– იძულებით გადაადგილებულ პირთათვის;
– ომის ვეტერანებისათვის;