მარნეულის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 1 ივნისიდან იწყება

439

მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღებში რეგისტრაცია 1 ივნისიდან დაიწყება. როგორც მარნეულის ბაგა-ბააღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ზაურ ქარამოვმა გვითხრა, 2021-2022 სააღმზრდელო წლისათვის რეგისტრაცია პირველი ივნისს, დილის 09:00 საათიდან დაიწყება.

რეგისტრაცია განხორციელდება მიმღები კომისიის მიერ საბავშვო ბაღში, ადგილმდებარეობის მიხედვით. ხოლო ქ. მარნეულის N1 საბავშვო ბაღში და სოფ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაგა-ბაღში რეგისტრაცია ჩატარდება მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში (ცენტრში).

რეგისტრაციის პროცესში უშუალოდ მონაწილეობს ბავშვის მშობელი/კანონმდებლობით განსაზღვრული პირი ან სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე აღჭურვილი არის მსგავსი უფლებებით.

რეგისტრაციის დროს დაცული უნდა იყოს ჩOVID19 გავრცელების პრევენციისათვის საჭირო ყველა წესი:

• დისტანციის დაცვა (2 მეტრი)
• ნიღბის ტარება

რეგისტრაცია იწარმოებს რიგის დაცვით. აღნიშნულისათვის მშობლებმა/მეურვეებმა/ მინდობილმა პირებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე საჭიროა აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენა, რომლებიც საჭიროა რეგისტრაციისათვის:

• ბავშვის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
• ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ცნობა
• ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100)
• 4 ფოტოსურათი (ზომა ¾ სმ.)
• მშობელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
• სოციალურად დაუცველი პირის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
• იძლებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი(არსებობის შემთხვევაში)
• პირის შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)