გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ჭანდრის ხიდის ქვეშ სტიქიისგან დაგროვილი ქვა-ღორღი ისევ გასატანია

494

9 მაისს მოსული სტიქიის შედეგად, ჭანდარში ღვინის ქარხანის მიმდებარედ არსებული ხიდი ჩაიხერგა. გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა და გზა გაასუფთავეს, თუმცა, ქვა-ღორღი იქვე მდებარე რკინიგზის მეორე ხიდთან მიხვეტეს, რის გამოც გასასვლელი ჩაიკეტა. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ სტიქია განმეორდება, მოვარდნილი წყალი დაგუბდება და შესაძლოა ხიდი მოგლიჯოს.

როგორც გურჯაანის მერის წარმომადგენელმა სოფელ ჭანდარში, გიორგი მანიჟაშვილმა განაცხადა, მიმდებარე ტერიტორია უახლოეს დღეებში გაიწმინდება.

„სტიქიის შემდეგ ხიდის ქვეშ გზა მეორე დილითვე გაიწმინდა, თუმცა ქვიშა დარჩა ადგილზე. სტიქიამ ქუჩები დააზიანა და გვინდა ეს ქვიშა იქ წავიღოთ და გავშალოთ, ამიტომ დავტოვეთ დროებით. უახლოეს დღეებში აუცილებლად გავიტანთ. დანარჩენი სავალი გზა სრულად გაწმენდილია.“

შეგახსენებთ, რომ სტიქიის დროს სოფელ გურჯაანსა და ჭანდარში მოვარდნილმა ღვარცოფმა ქვა-ღორღი ჩამოიტანა, რის გამოც ცენტრალური მაგისტრალი ჩაიხერგა.