აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება.
„ველით მზარდ ტურისტულ ნაკადს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონისთვის მზადება. მინდა, ვთხოვო როგორც ტურიზმის დეპარტამენტს, ისე – ყველა სხვა უწყებას, რომ 15 ივნისს ოფიციალურად გავხსნათ სეზონი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაქსიმალური სიფრთხილით, ეპიდემიოლოგების გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რათა ეკონომიკასთან ერთად, სტაბილური ეპიდვითარება შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.