გორის მუნიციპალიტეტში ბოლო მონაცემებით, 10 695 დევნილი ცხოვრობს, – აღნიშნულ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
“2011 წელს გორის მუნიციპალიტეტში 7 569 დევნილი ცხოვრობდა, 2021 წლის მარტის მონაცემით, ეს რიცხვი 3 126-თ არის გაზრდილი” , – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სააგენტოს განმარტებით, დევნილად მიიჩნევა მოქალაქე, რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას, უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.