თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა

614

თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა და თუშეთის ეროვნული პარკი პირველ ვიზიტორებს ელოდება.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი ომალოში მდებარეობს, სადაც სასურველი ტურის დაგეგმვა, განთავსება და ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი ყველა არსებული მომსახურების შესახებ.

„თუშეთის ეროვნული პარკის 11 ტურისტული საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტები საშუალებას აძლევს ვიზიტორს, თითქმის სრულად მოინახულოს და დატკბეს უნიკალური ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტებით. თუშეთში, დიდთოვლობის გამო, ტურისტული სეზონი მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდება, მაისის ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით.

ეროვნულ პარკში მოგზაურობა შესაძლებელია ყველა იმ რეგულაციის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული“, – აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.