გორში ვაჩნაძის ქუჩაზე სკვერი მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული სამუშაოებისთვის 68 040 ლარი გაითვალისწინა.
პროექტის მიხედვით სკვერის ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, კალათბურთის ფარი, სანათები და სკამები.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დაასრულოს.