ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ეს აღიარება ხელს შეუწყობს მის დაცვას, სწავლებასა და განვითარებას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუკზე წერს. ის ამ გადაწყვეტილებას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომლებს და მთელ საზოგადოებას ულოცავს. "ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას - ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა! პოლიფონიური ქართული გალობა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო და, ამავდროულად, კაცობრიობის უდიდესი...
video
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა შპს “პარკინგსერვისი” უნდა გააუქმოს,  - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ კვლევაშია ნათქვამი. ორგანიზაციის ინფორმაციით, კომპანია შექმნის დღიდან ვერც ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებს და ვერ იხდის მისთვის გადაცემული ქონების იჯარის საფასურს. ქუთაისის მერიას შპს “პარკინგსერვისისგან” 2016-2020 წლებში იჯარის თანხად 2,259,988 ლარი უნდა მიეღო, თუმცა მხოლოდ 149,999 ლარი მიიღო. ეს კომპანია ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს სწორედ იმიტომ შექმნა, რომ  ქუთაისში პარკინგი მოეწესრიგებინა...
შვიდი თვეა სოფელ თისელში სამგზავრო მიკროავტობუსი აღარ დადის, ადგილობრივები შვიდკილომეტრიან გზას ფეხით, ან ტაქსით გადიან, რაშიც 10–15 ლარი ეხარჯებათ. როდის განაახლებს თისელი–ახალციხის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი მუშაობას უცნობია, ავტოსადგურში ამბობენ, რომ აღნიშნული რეისი მათთვის წამგებიანია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. სოფელი თისელი ახალციხიდან 30, ხოლო აწყურიდან 7 კილომეტრში მდებარეობს. მაღალმთიან დასახლებაში არც მაღაზიაა და არც აფთიაქი, ამიტომ მოსახლეობას ქალაქში წასვლა ხშირად...
თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ წინააღმდეგი არ იყო ვაკის პარკში სასტუმროს ნაცვლად, ისტორიული რესტორანი "ბუდაპეშტი" აღდგენილიყო, თუმცა, მისივე მტკიცებით, ინვესტორმა უარი თქვა. ამასთან, 2020 წელს კომპანია "ტიფლის დეველოპმენტის" დირექტორმა გოგა ზაქაიძემ თავად შესთავაზა მერიას, სასტუმროს ნაცვლად რესტორანი აეშენებინათ. სასტუმრო "ბუდაპეშტის" სადავო მშენებლობაზე თბილისის მერმა 1 ივნისს პირველი არხის ეთერში, გადაცემა "თავისუფალ ხედვაში" ისაუბრა. "არ ვიყავით წინააღმდეგი, ამ კონკრეტულ ადგილზე განთავსებულიყო იგივე შენობა...
მას შემდეგ რაც თბილისში ზონალურ-საათობრივი სისტემა ამოქმედდა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს უწევთ როგორც ზონალურ-საათობრივი სისტემით შესაბამისი თანხების გადახდა, ისე ყოველწლიური თბილისის პარკინგის 50-ლარიანი ვაუჩერის შეძენაც. ამას ემატება ე.წ სტაიანშიკების პრობლემაც. ამ შემთხვევაშიც მძღოლები პარკირებაში დღესაც იხდიან კონკრეტულ თანხებს. კითხვაზე რამდენად სამართლიანია ის, რომ მძღოლები პარკირების სამ განსხვავებულ საფასურს იხდიან, მაია ბითაძე არ პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი არა საპარკინგე...
მყარი ნარჩენების მართვის სააგენტოს მოთხოვნით, გორის მერია დააჯარიმეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მოსამართლემ, ნინო გერგაულმა მიიღო. მოსამართლემ სააგენტოს მიერ შედგენილი საჯარიმო ოქმი განიხილა, რომელიც ნარჩენების მართვის კოდექსის 46-ე მუხლის მესამე ნაწილის დარღვევას ითვალისწინებს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. საჯარიმო ოქმი იმ ვალდებულებების ვრცელ ჩამონათვალს მოიცავს, რომელიც გორის მერიამ არ შეასრულა. ნარჩენების მართვის კოდექსის 46-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გორის მერიამ...
ცხადია, ყველა ქუჩა ერთნაირი ვერ იქნება და ყველა ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთნაირად ვერ იმოძრავებს, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“. „ამას ინდივიდუალური კვლევები სჭირდება, რომელსაც ვაკეთებთ. დაქირავებული გვყავს და გვეხმარებიან მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, ჩართული არიან ქართველი ექსპერტები და ერთიანი ძალისხმევით, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდეს, რადგან საბჭოთა კავშირის...
გუშინ საზოგადოებას წარვუდგინეთ სატრანსპორტო პოლიტიკის ანგარიში, თუ რა გაკეთდა ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით დედაქალაქში. ჩვენ დავპირდით მოსახლოებას, რომ ის თემები, რაზეც ვსაუბრობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ზედმიწევნით ჩავაბარებთ ანგარიშს ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ვცდილობთ, თითო კვირა დავუთმოთ თითო პოლიტიკას და სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში...
ეს ჩემი, საკუთარი პარტიაა, მე ასე წარმომიდგენია და ეს დამოკიდებულება მაქვს, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „თავისუფალი ხედვის“ წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა გამორიცხული, არჩევნებამდე „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში მისი პოლიტიკური პოზიცია შეიცვალოს. „2011 წელი იყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადი გააკეთა და რამდენიმე ხანში მეც გამოვეხმაურე ამ განცხადებას. იმიტომ, რომ სიტუაცია, რაც...
თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ოთხი წლის განმავლობაში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიში წარუდგინა. როგორც თბილისის მერის ყოფილი მოადგილე და დღეს უკვე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე გადაცემა “საქმის კურსში” სტუმრობისას განმარტავს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სატრანსპორტო მიმართულებით თბილისის მერიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რაც მისი თქმით, საბოლოო ჯამში მოსახლეობის კეთილდღეობაზე იქონიებს გავლენას. მისი განმარტებით, კალაძის...
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად დედაქალაქის მერია ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებსაც დაეხმარება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა. თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დახმარებას მიიღებს 70-მდე ობიექტი და გაიცემა 350 000 ლარამდე სუბსიდია. მისივე თქმით, განაცხადების მიღება დაიწყება 2 ივნისიდან და 10 ივნისამდე გაგრძელდება. „ამ რთულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში მძვინვარებს პანდემია, თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. სექტორი,...
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტის მიზანია, თბილისი იყოს ინკლუზიური ქალაქი, რომელშიც ყველა მოქალაქეს თანაბრად აქვს შესაძლებლობა, განვითარდეს და პროგრესს მიაღწიოს. „შშმ პირები არიან ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი და სრულუფლებიანი მოქალაქეები და მათი ღირსეული ცხოვრებისათვის საჭირო პირობების შექმნა ჩვენი პრიორიტეტია. თუ დააკვირდებით, მერიის...
დედაქალაქის მთავრობამ მოახერხა და ყველაფერი გააკეთა, რათა შეექმნა მნიშვნელოვანი ფუნდამენტი იმისა, რომ მომავალში მერი იქნება კახა კალაძე, პეტრე, თუ პავლე, პროექტების გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“. კალაძის თქმით, შემუშავებულია ისეთი რეგულაციები, რომ ვინც არ უნდა იყოს მომავალში მერი, ვერავინ გაბედავს მაგალითად რეკრეაციული სივრცის ხარჯზე სამშენებლო...
ჩვენ შევქმენით მყარი ფუნდამენტი, რომ მოხდეს ქალაქის სწორი განვითარება და ამას ვერაფერმა შეუშალოს ხელი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხთან საუბრიას განაცხადა. „წელს, ოქტომბერში მერობის ვადა მეწურება და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა თბილისში, ბოლო სამი წლის განმავლობაში“, – განაცხადა კალაძემ. კახა კალაძის თქმით, საზოგადოებას ახსოვს, როგორ ხდებოდა...
მივიღეთ გადაწყვეტილება ბაგების საბაგიროთი მგზავრობა 50 თეთრით განისაზღვროს, - ამის შესახებ თბილსიის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მგზავრობა უფასოა სტუდენტებისთვის, უკვე 20 აპრილიდან. ცნობისთის, უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო გზა 19 აპირილიდან ამოქმედდა. საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს,320 მეტრს შეადგენს და მასზე მოძრავ თითო გონდოლას 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. ერთი საათის განმავლობაში,...
ღია კაფეების მფლობელები წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლდებიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად და ეკონომიკის სტიმულირებისთვის თბილისის მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესის სუბსიდირების პროგრამა წარმატებით დასრულდა. პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსება დაეხმარება რესტორნებს უფრო მეტად მომზადებულნი შეხვდნენ ტურისტულ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ