კალაძე: თბილისის მოსახლოებას დავპირდით, რომ იმ თემებზე, რაზეც ვსაუბრობდით 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ზედმიწევნით ჩავაბარებთ ანგარიშს

233

გუშინ საზოგადოებას წარვუდგინეთ სატრანსპორტო პოლიტიკის ანგარიში, თუ რა გაკეთდა ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით დედაქალაქში. ჩვენ დავპირდით მოსახლოებას, რომ ის თემები, რაზეც ვსაუბრობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ზედმიწევნით ჩავაბარებთ ანგარიშს ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ვცდილობთ, თითო კვირა დავუთმოთ თითო პოლიტიკას და სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში გვქონდა კარგი კომუნიკაცია დედაქალაქის მოსახლეობასთან, ყოველდღიურ რეჟიმში ვსაუბრობდით განსახორციელებელ პროექტებზე, თუ რას ვაკეთებდით, რა ვითარება იყო. ასევე ვსაუბრობდით გამოწვევებსა და პრობლემებზე. მიხარია და მნიშვნელოვანია ქალაქის მთავრობის მხრიდან ეს დამოკიდებულება თბილისის მოსახლეობის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ყველანაირი ინფორმაცია იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.