კალაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება ბაგების საბაგიროთი მგზავრობა 50 თეთრით განისაზღვროს

369

მივიღეთ გადაწყვეტილება ბაგების საბაგიროთი მგზავრობა 50 თეთრით განისაზღვროს, – ამის შესახებ თბილსიის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მგზავრობა უფასოა სტუდენტებისთვის, უკვე 20 აპრილიდან.
ცნობისთის, უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო გზა 19 აპირილიდან ამოქმედდა.

საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს,320 მეტრს შეადგენს და მასზე მოძრავ თითო გონდოლას 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

ერთი საათის განმავლობაში, საბაგირო ცალმხრივი მოძრაობისას 600 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს, მგზავრობის ხანგრძლივობა კი ოთხწუთს არ აღემატება.

ახალი საბაგირო ხაზით სარგებლობას მოსახლეობა ხვალიდან, ყოველ დღე, 08:00-დან 20:00 საათამდეპერიოდში შეძლებს. მგზავრობის ღირებულება ერთლარს შეადგენს, რომლის გადახდა სამგზავრო და საბანკო ბარათებით არის შესაძლებელი.

საბაგირო ხაზით მგზავრობა სტუდენტებისთვის უფასოიქნება.