რატომ იხდიან მძღოლები თბილისში პარკირების გადასახადს რამდენჯერმე? – მაია ბითაძის პასუხი

509

მას შემდეგ რაც თბილისში ზონალურ-საათობრივი სისტემა ამოქმედდა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს უწევთ როგორც ზონალურ-საათობრივი სისტემით შესაბამისი თანხების გადახდა, ისე ყოველწლიური თბილისის პარკინგის 50-ლარიანი ვაუჩერის შეძენაც. ამას ემატება ე.წ სტაიანშიკების პრობლემაც. ამ შემთხვევაშიც მძღოლები პარკირებაში დღესაც იხდიან კონკრეტულ თანხებს.

კითხვაზე რამდენად სამართლიანია ის, რომ მძღოლები პარკირების სამ განსხვავებულ საფასურს იხდიან, მაია ბითაძე არ პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი არა საპარკინგე ადგილების გაზრდა, არამედ მსუბუქი ავტომობილების მძღოლების საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლაა.

“პარკირების ნაწილში ინვესტიციები კეთდება და სუბსიდირება ხორციელდება ისე, რომ მინიმუმადე დააწვეს მოსახლეობის ჯიბეს. ამასთან, სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიზანი უნდა გვესმოდეს, რომ არის არა ხელშეწყობა იმისა, რომ მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა გაიზარდოს, არამედ ხელშეწყობა იმისა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს კომფორტული, რომ ფეხით მოსიარულეს და მსუბუქი ავტომობილის მფლობელს სურვილი გაუჩნდეს რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდეს”, – აცხადებს მაია ბითაძე.