მაია ბითაძე: კალაძემ სატრანსპორტო რევოლუცია გაბედა

452

თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ოთხი წლის განმავლობაში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიში წარუდგინა.

როგორც თბილისის მერის ყოფილი მოადგილე და დღეს უკვე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე გადაცემა “საქმის კურსში” სტუმრობისას განმარტავს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სატრანსპორტო მიმართულებით თბილისის მერიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რაც მისი თქმით, საბოლოო ჯამში მოსახლეობის კეთილდღეობაზე იქონიებს გავლენას. მისი განმარტებით, კალაძის მერობის პერიოდში სატრანსპორტო რეფორმებს შორის გამორჩეული იყო საპარკინგე ადგილების შემცირება და ქუჩებში ე.წ ბასლაინების გაჩენა.

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დღეს ჩვენ გვაქვს მაგალითი იმისა, თუ როგორ ასრულებს არჩეული მერი წინასაარჩევნო პროგრამას, რომელიც მან თბილისელებს წარუდგინა. სატრანსპორტო პოლიტიკა ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი იყო, რომელსაც ბევრი მერი ვერ გაბედავდა. მაგალითად შემცირდა საპარკინგე არეალები, ასევე ბასლაინები გაჩნდა ქუჩებზე. უკვე 33 კმ-იანი ბასლაინის ხაზი და 24 კმ-იანი ველობილიკი გვაქვს თბილისში. მსუბუქი ავტომობილებისთვის ეს იყო გარკვეული შეზღუდვა, საპარკინგე არეალები შემცირდა, მეტი სივრცე დაეთმო ფეხით მოსიარულეებს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეებს. ეს იყო სატრასნპორტო რევოლუცია, რომელიც კახი კალაძემ გაბედა”, – აცხადებს მაია ბითაძე.