გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში "ქეცხურის" გზის რეაბილიტაცია იგეგმება.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამუშაოებისთვის 376 300 ლარი გაითვალისწინა.
სატენდერო პირობების მიხედვით შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დაასრულოს.
ე.წ. მოკრულების ტერიტორიაზე არსებული ძველი სარწყავი წყლის აღდგენის მოთხოვნით, ვალის მცხოვრებლები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან, ზაზა მელიქიძესთან შეხვედრას ითხოვენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
პავლე ათუნაშვილის და ტრისტან ჩიტაშვილის თქმით, დაპირება ძველი არხის აღდგენის შესახებ ბევრჯერ მიიღეს, თუმცა დღემდე პრობლემა არ მოგვარებულა და ათობით ოჯახი ნაკვეთების მორწყვას წლებია ვერ ახერხებს.
„უკვე ექვსი წელია მიწებს ვერ ვრწყავთ, დაზიანებული არხის აღდგენას დაგვიპრდნენ, მაგრამ ამ დრომდე არაფერი შეცვლილა....
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლეთში, შიდა საუბნო გზების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამუშაოებისთვის 504 700 ლარი გაითვალისწინა.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.
ინფორმაციისთვის,ტენდერი გამოცხადდა მეჯვრისხევში, ერთ-ერთი უბნის გზის რეაბილიტაციისთვისაც, სამუშაოებისთვის 376 300 ლარია გათვალისწინებული.
საქართველოს მთავრობის 31 მაისის #885 განკარგულებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტს 2.1 მილიონი ლარი გამოეყო ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
ამ თანხით დაფინანსდება:
ახალგაზრდობის გამზირის მე-7 შესახვევის გზის რეაბილიტაცია;
მელიქიშვილის ქუჩის გზის რეაბილიტაცია;
ცხინვალის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია;
ხიდის მშენებლობა მდინარე ოღასკურაზე;
გელათის, ნიუპორტის და კოსტავას ქუჩების კვეთასთან სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია;
გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის გზის რეაბილიტაცია.
ბაღდათის მუნიციპალიტეტი მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით 2,100,000.00 ლარს მიიღებს, რომლითაც მუნიციპალიტეტში კიდევ 9 ახალი საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტი შესრულდება.
2021 წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებთან ერთად, ქალაქ ბაღდათში კოსტავას, თამარ მეფის, ფოცხვერაშვილის, 9 აპრილის ქუჩების, ასევე აღმაშენებლის 1 შესახვევის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.
სოფელ დიმში თავხელიძეების და მინაძეების საუბნო გზაზე რკინა/ბეტონის საფარი მოეწყობა.
სოფელ დიდველაში ე.წ ზივზივაძე-შველიძეების უბნის...
სენაკის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა–რეაბილიტაცია გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დასრულდა ჭავჭავაძის ქუჩის N35 კორპუსის მიმდებარედ, მინი სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება 40 975 ლარს შეადგენს.
ასევე რეაბილიტირდა რუსთაველის ქუჩის N126 კორპუსის მიმდებარედ, მინი სპორტული მოედანი. სამუშაოების ღირებულებამ 15 890 ლარი შეადგინა.
დასრულდა სასპორტო სკოლის სპორტული დარბაზისა და სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით – 65 934 ლარი. სამუშაოები შპს ,, მშენებელმა” განახორციელა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ლევან კუპრეიშვილის მერობის პერიოდში, მოეწყო 10 მინი–სპორული მოედანი:
2019 წელს რეაბილიტირდა ჭყონდიდელის ქუჩაზე, მექანიკურის დასახლებაში, მეშვიდე საჯარო სკოლისა და ჟიული შარტავას სახელობის პარკში მდებარე მინი–სპორტული მოედნები;
2020 წელს დასრულდა ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებასა და მშვიდობის ქუჩის N223-ში მდებარე სპორტული მოედნების მშენებლობა.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, რეაბილიტირდა სენაკის N3 საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მინი სპორტული მოედანი, ზანის საჯარო სკოლის მინი სპორტული მოედანი და დარბაზი.
აშენდა 2 საკალათბურთო მოედანი:
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია ,,გალფის’’ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2020 წელს დასრულდა ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედნის მშენებლობა;
2020 წელს, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, მოეწყო კალათბურთის მოედანი.
ასევე რეაბილიტირდა, ბუნებრივი აირით და გათბობის სისტემით...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოსა და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თანამშრომლობით, კრწანისის ტყეპარკში, ერთ ჰექტარზე გურჯი ბიზნესმენის, ქენან პატარიძე-ილდირიმის სახელობის სკვერი გაშენდა. სკვერში ზეთისხილის, ცაცხვის, ნეკერჩხლის, იფანის, ჰიმალაის კედარის და ტუიას ნერგები დაირგო.
სამინისტროს ინფორმაციით, ქენან პატარიძე-ილდირიმს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავბასა და ორ ქვეყანას შორის ბიზნესთანაშრომლობის განვითარების საქმეში.
ველური ბუნების სააგენტოს...
გურჯაანის სპორტკომპლექსში საცურაო აუზმა მუშაობა განაახლა. დირექტორის გელა დალაქიშვილის განმარტებით, ობიექტი რეგულაციების დაცვით მუშაობს. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
მომხმარებლებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, იქნება დეზობარიერები და სადეზინფექციო ხსნარები.
"გურჯაანის ოლიმპიური აუზი გაიხსნა. სამთავრობო დადგენილებიდან გამომდინარე ჩვენთან ყველა რეგულაცია დაცულია. სანამ ბავშვებს სკოლიდან დაითხოვენ ვიზიტი სამი საათიდან იწყება, ხოლო შემდეგ 11 საათიდან დაიწყება. ვიზიტორებისთვის ყველა პირობა შექმნილია", - თქვა დალაქიშვილმა.
მისივე თქმით, წყალი ლაბორატორიულად უკვე შემოწმებულია...
დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ღია სივრცეში პირბადის ტარების შესახებ რეკომენდაცია გადაიხედება. შედეგად, გადაწყდება რა შემთხვევაში გადაადგილდება მოქალაქე პირბადის გარეშე.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაამუშავებს რეკომენდაციებს გარე სივრცეებში პირბადის გონივრული ტარების შესახებ, იქ სადაც მათი გაკონტროლებაა მაქსიმალურად შესაძლებელი. გასაგებია ეხლა, ტყეში თუ მარტო ხართ არავინ არ მოგთხოვთ პირბადის გაკეთებას, მაგრამ იქ თუ ხართ სადაც მასობრივი შეკრებაა უნდა გეკეთოთ....
აჭარის უმაღლეს საბჭოში პლენარულ სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კირთაძემ "ქართული ოცნების" წევრს ვლადიმერ მგალობლიშვილს უზრდელი უწოდა, რასაც "ქართული ოცნების" მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.
„თქვენ ხართ უნიჭო ჩმორი. მის უაზრო გამოსვლას ვუსმინეთ თავიდან ბოლომდე. ბიუჯეტიდან ფული არის მოპარული. უამრავი კითხვაა, რომელიც უნდა დავსვა. ჩხუბს არ ვაპირებ, ჩვენ ვაპირებთ მხილებას, სადაც...
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში შესულ განცხადებებს, რომლებიც აღსაზრდელების სარეზერვო სიაში შეყვანას ითვალისწინებდა მოქმედების ვადა გაუვიდა.
31 მაისის შემდეგ ამ ნუსხაში შესულ ბავშვებს სექტემბრამდე საბავშვო ბაღებში ვეღარ მიიღებენ. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით ჩარიცხვის მსურველებს, რეგისტრაციის გავლა ხელახლა, 20 ივლისიდან მოუწევთ.
"ბავშვები, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ სარეზერვო სიებიდან, სასექტემბრო ჩარიცხვისთვის 20 ივლისიდან ელექტრონულად უნდა დარეგისტრირდნენ. ელექტრონული რეგისტრაციის დეტალებს მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ", -აცხადებენ სააგენტოში.
ინფორმაციისთვის, 2021-2022 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის გორის მუნიციპალიტეტის ბაგა–ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივლისს იწყება....
კახი კალაძე თბილისის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მერია - დარწუმნებულო ვარ, როცა ის მიიღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თბილისის მოქალაქეებს მისი საქმეების შეფასება არ გაუჭირდებათ, - ეს განცხადება პარლამენტის ვიცესპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
"კახა კალაძის მერობის პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მას არჩევნებში როგორც საზოგადოების, ასევე მთელი გუნდის ძლიერი მხარდაჭერა ექნება, თუკი ის ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე ინფორმაციით, მერობისა და საკრებულოს წევრობის...
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, შესაძლებელია, მერობის კანდიდატი იყოს ფიგურა, რომელსაც აქამდე პოლიტიკური თანამდებობა არ ეკავა, თუმცა, ეს აუცილებელი პირობა არ უნდა იყოს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მერობის კანდიდატი უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, რომელიც შეძლებს საზოგადოების კონსოლიდირებული ნდობის მოპოვებას.
„რაც შეეხება იმას, რომ მერი აუცილებლად აპოლიტიკური უნდა იყოს, ასე საკითხის დასმა არასწორია. ჩვენ უნდა მივუდგეთ საკითხს ასე - მერობის კანდიდატი უნდა იყოს...
საბავშვო ბაღებში ყველა ის კოვიდრეგულაცია შენარჩუნდება, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად იქნა მიღებული - კორონავირუსის ერთი შემთხვევაც კი ბაღის დახურვის საფუძველი გახდება, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ სააგენტოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 11 ივნისს დაიწყება და ამ ეტაპზე 15 000 ადგილია თავისუფალი.
„საბავშვო ბაღებში კვლავ არ დაიშვებიან მშობლები და...
წინა სტატია
რა დროს იმაზე ლაპარაკია ვინ იქნება მერი - არ მცალია, „სტრატეგია აღმაშენებელს" არ სცალია ამისთვის,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომ ოპოზიცია თბილისის მერობის უპარტიო კანდიდატის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ იმას იტყვის, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ რჩება თავისი პრინციპის ერთგული, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს არც ერთ რაიონში მხარს არ...
თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2021-2022 სააღმზრდელო წლისთვის 11 ივნისს დაიწყება.
როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რეგისტრაცია ორ ეტაპად ჩატარდება.
მათივე ცნობით, პირველი ეტაპი, რომელიც პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, 11 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 18 ივნისამდე გაგრძელდება.
"პრიორიტეტული კატეგორიებია: 1) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; 2) სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა); 3) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































