გორის სოფელ ბროწლეთში საუბნო გზების მოსაწყობად 500 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება

294

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლეთში, შიდა საუბნო გზების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამუშაოებისთვის 504 700 ლარი გაითვალისწინა.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

ინფორმაციისთვის,ტენდერი გამოცხადდა მეჯვრისხევში, ერთ-ერთი უბნის გზის რეაბილიტაციისთვისაც, სამუშაოებისთვის  376 300 ლარია გათვალისწინებული.