NCDC ღია სივრცეში პირბადის ტარების შესახებ რეკომენდაციას შეიმუშავებს

520

დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ღია სივრცეში პირბადის ტარების შესახებ რეკომენდაცია გადაიხედება. შედეგად, გადაწყდება რა შემთხვევაში გადაადგილდება მოქალაქე პირბადის გარეშე.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაამუშავებს რეკომენდაციებს გარე სივრცეებში პირბადის გონივრული ტარების შესახებ, იქ სადაც მათი გაკონტროლებაა მაქსიმალურად შესაძლებელი. გასაგებია ეხლა, ტყეში თუ მარტო ხართ არავინ არ მოგთხოვთ პირბადის გაკეთებას, მაგრამ იქ თუ ხართ სადაც მასობრივი შეკრებაა უნდა გეკეთოთ. სანაპიროზე თუ ბანაობთ, არავინ მოგთხოვთ პირბადეს, მაგრამ ბულვარში თუ დადიხართ ბათუმსა ან ქობულეთში, სადაც ბევრი ხალხია თქვენს გვერდით, რა თქმა უნდა, პრიბადე უნდა გეკეთოთ“, – განაცხადა მან.

საკოორდინაცო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოქალაქეებს 2020 წლის 4 ნოემბრიდან აქვთ.