საქართველოს მთავრობის 31 მაისის #885 განკარგულებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტს 2.1 მილიონი ლარი გამოეყო ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
ამ თანხით დაფინანსდება:
ახალგაზრდობის გამზირის მე-7 შესახვევის გზის რეაბილიტაცია;
მელიქიშვილის ქუჩის გზის რეაბილიტაცია;
ცხინვალის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია;
ხიდის მშენებლობა მდინარე ოღასკურაზე;
გელათის, ნიუპორტის და კოსტავას ქუჩების კვეთასთან სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია;
გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის გზის რეაბილიტაცია.