ბავშვები, რომლებიც გორის საბავშვო ბაღებში სარეზერვო სიებიდან ვერ ჩაირიცხნენ, ხელახლა დარეგისტრირდებიან

336

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში შესულ განცხადებებს, რომლებიც აღსაზრდელების სარეზერვო სიაში შეყვანას ითვალისწინებდა მოქმედების ვადა გაუვიდა.

31 მაისის შემდეგ ამ ნუსხაში შესულ ბავშვებს სექტემბრამდე საბავშვო ბაღებში ვეღარ მიიღებენ. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით ჩარიცხვის მსურველებს, რეგისტრაციის გავლა ხელახლა, 20 ივლისიდან მოუწევთ.

“ბავშვები, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ სარეზერვო სიებიდან, სასექტემბრო ჩარიცხვისთვის 20 ივლისიდან ელექტრონულად უნდა დარეგისტრირდნენ. ელექტრონული რეგისტრაციის დეტალებს მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ”, -აცხადებენ სააგენტოში.

ინფორმაციისთვის, 2021-2022 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის გორის მუნიციპალიტეტის ბაგა–ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივლისს იწყება. მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო წელი კი 2021 წლის 24 ივლისს შეწყდება.