ბაღდათის მუნიციპალიტეტში კიდევ 9 ახალი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდება

350

ბაღდათის მუნიციპალიტეტი მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით 2,100,000.00 ლარს მიიღებს, რომლითაც მუნიციპალიტეტში კიდევ 9 ახალი საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტი შესრულდება.

2021 წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებთან ერთად, ქალაქ ბაღდათში კოსტავას, თამარ მეფის, ფოცხვერაშვილის, 9 აპრილის ქუჩების, ასევე აღმაშენებლის 1 შესახვევის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.

სოფელ დიმში თავხელიძეების და მინაძეების საუბნო გზაზე რკინა/ბეტონის საფარი მოეწყობა.

სოფელ დიდველაში ე.წ ზივზივაძე-შველიძეების უბნის გზის რეაბილიტაცია მოხდება.

სოფელ ფერსათში ე.წ თავხელიძეების ბოგირიდან პირველი საჯარო სკოლისკენ მიმავალი გზა განახლდება.

სოფელ ფერსათში კი ბუიძე-კვირიკაშვილების გზის რეაბილიტაცია მოხდება.

აღნიშნული პროექტების ტენდერები უკვე გამოცხადებულია, რომლის დასრულებისთანავე დაიწყება სამუშაოები.