სენაკის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა–რეაბილიტაცია გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დასრულდა ჭავჭავაძის ქუჩის N35 კორპუსის მიმდებარედ, მინი სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება 40 975 ლარს შეადგენს.
ასევე რეაბილიტირდა რუსთაველის ქუჩის N126 კორპუსის მიმდებარედ, მინი სპორტული მოედანი. სამუშაოების ღირებულებამ 15 890 ლარი შეადგინა.
დასრულდა სასპორტო სკოლის სპორტული დარბაზისა და სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით – 65 934 ლარი. სამუშაოები შპს ,, მშენებელმა” განახორციელა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ლევან კუპრეიშვილის მერობის პერიოდში, მოეწყო 10 მინი–სპორული მოედანი:
2019 წელს რეაბილიტირდა ჭყონდიდელის ქუჩაზე, მექანიკურის დასახლებაში, მეშვიდე საჯარო სკოლისა და ჟიული შარტავას სახელობის პარკში მდებარე მინი–სპორტული მოედნები;
2020 წელს დასრულდა ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებასა და მშვიდობის ქუჩის N223-ში მდებარე სპორტული მოედნების მშენებლობა.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, რეაბილიტირდა სენაკის N3 საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მინი სპორტული მოედანი, ზანის საჯარო სკოლის მინი სპორტული მოედანი და დარბაზი.
აშენდა 2 საკალათბურთო მოედანი:
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია ,,გალფის’’ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2020 წელს დასრულდა ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედნის მშენებლობა;
2020 წელს, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, მოეწყო კალათბურთის მოედანი.
ასევე რეაბილიტირდა, ბუნებრივი აირით და გათბობის სისტემით უზრუნველყოფილ იქნა სენაკის სასპორტო სკოლა, ძიუდოსა და ბერძნულ–რომაული ჭიდაობის დარბაზები; კალათბურთის, ფრენბურთისა და ფეხბურთის მოედნები; სენაკის ცენტრალურ სტადიონს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.