გურჯაანის სპორტკომპლექსში საცურაო აუზმა მუშაობა განაახლა. დირექტორის გელა დალაქიშვილის განმარტებით, ობიექტი რეგულაციების დაცვით მუშაობს. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
მომხმარებლებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, იქნება დეზობარიერები და სადეზინფექციო ხსნარები.
“გურჯაანის ოლიმპიური აუზი გაიხსნა. სამთავრობო დადგენილებიდან გამომდინარე ჩვენთან ყველა რეგულაცია დაცულია. სანამ ბავშვებს სკოლიდან დაითხოვენ ვიზიტი სამი საათიდან იწყება, ხოლო შემდეგ 11 საათიდან დაიწყება. ვიზიტორებისთვის ყველა პირობა შექმნილია”, – თქვა დალაქიშვილმა.
მისივე თქმით, წყალი ლაბორატორიულად უკვე შემოწმებულია და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.