თალაკვაძე: კახა კალაძეს არჩევნებში როგორც საზოგადოების, ასევე მთელი გუნდის ძლიერი მხარდაჭერა ექნება, თუკი ის ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს

517

კახი კალაძე თბილისის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მერია – დარწუმნებულო ვარ, როცა ის მიიღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თბილისის მოქალაქეებს მისი საქმეების შეფასება არ გაუჭირდებათ, – ეს განცხადება პარლამენტის ვიცესპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

“კახა კალაძის მერობის პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მას არჩევნებში როგორც საზოგადოების, ასევე მთელი გუნდის ძლიერი მხარდაჭერა ექნება, თუკი ის ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე ინფორმაციით, მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს “ქართული ოცნება” საარჩევნო კამპანიის დაწყებისას წარადგენს.