დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 130 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.
სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.
“კიდევ 130 დევნილ ოჯახს სოფლად სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს შევუსყიდით. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გავზარდეთ. დევნილები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონის პარალელურად სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
გორის მუნიციპალიტეტში, ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჯამში 18 კილომეტრი სიგრძის წყალგამანაწილებელი არხების აღდგენა, რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობა.
ჩატარებული სამუშაოები სოფელ ნადარბაზევის, შავშვების, ხურვალეთის, ნიგოზასა და ზემო რენეს 1000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის სტაბილურად მორწყვას...
თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის საბავშვო ბაღები ბავშვების ინტელექტუალური განვითარებისთვის საჭირო წიგნებისა და სათამაშოების შესაძენად თანხებს პრაქტიკულად არ ხარჯავენ, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის ინფორმაციით, 2016 წლამდე საქართველოს სკოლამდელი დაწესებულებები მხოლოდ სააღმზრდელო ფუნქციას ასრულებდნენ და ორიენტირებული იყვნენ ბავშვის მოვლაზე. იგნორირებული იყო განათლების კომპონენტი....
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: ნორიოს, ვაზიანის, მარტყოფის, ახალსამგორისა და ახალსოფელის წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი ხორციელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული სოფლები ათეული წლების შემდეგ პირველად შეძლებენ 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობას.
ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილის თქმით, გარდაბნის რამდენიმე სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.
„გარდაბნის ხუთ სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მიმდინარეობს საკმაოდ მასშტაბური პროექტი. მშენებლობები...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მამუკა ფანიაშვილმა "ქართული ოცნება" დატოვა და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის" შეუერთდა.
"ნაცვლად ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვისა, "ქართული ოცნების" ყოველდღიური საზრუნავი გახდა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება! მოკლედ რომ ვთქვათ, ვტრიალებთ ჩაკეტილ წრეზე და ეს ქვეყანას კარგს არაფერს უქადის! ქვეყანას სჭირდება ახალი დღის წესრიგი, რომელიც მიმართული იქნება არა საზოგადოების გახლეჩვასა და რადიკალიზმზე, არამედ ქვეყნის განვითარებაზე ყოველდღიურ ფიქრსა და მოქმედებებზე" , -...
თბილისის, ქუთაისის და რუსთავის ახლადრეაბილიტირებული საბავშო ბაღების შენობებიც კი სახანძრო უსაფრთხოების დაცვის სისტემებით აღჭურვილი არ არის, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის ინფორმაციით, 2014-2019 წლებში მუნიციპალიტეტებმა 26 ახალი ბაღი ააშენეს, თუმცა შენობები სრულად არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.
"საბავშვო ბაღების შენობების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული ღონისძიებების...
თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ფოთში 256 მოქმედი ბაღია, თუმცა არც ერთი მათგანის ინფრასტრუქტურა სრულად არ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
"სახელმწიფო მაღალი ხარისხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების განვითარებას მის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად განიხილავს, რაც ბოლო...
თბილისის მერიის ავტოპარკის შემადგენლობაში შემავალი სამორიგეო დანიშნულების ავტომობილების ოდენობა მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ რაოდენობას აღემატება, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის ინფორმაციით, 2015 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულებით განისაზღვრა მერიასა და რაიონულ გამგეობებში სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო ავტომობილების საერთო რაოდენობა. ასევე, მერიის ავტოპარკი დაიყო კატეგორიებად. კერძოდ,...
2017-2018 წლებში მერიის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე 55 471 400 ლარი, ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე ჯამში 16 062 100 ლარი დაიხარჯა, რაც შეეხება მივლინებებს, ამავე პერიოდში, ჯამში 491 100 ლარია დახარჯული, , – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
ანგარიშის თანახმად, აღმასრულებელ ორგანოებში სახელფასო დანამატის, პრემიისა და ფულადი ჯილდოს გაცემასთან დაკავშირებული...
თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის საბავშვო ბაღებმა ავტორიზაცია დროულად ვერ გაიარეს, რის გამოც ვადა 2021 წლის 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივდათ, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის ინფორმაციით, საბავშვო ბაღების საქმიანობის სათანადოდ ორგანიზების მიზნით, მნიშვნელოვანია არსებობდეს დაწესებულებების განვითარების დროში გაწერილი სტრატეგია, რათა...
გამოვლინდა 632 შემთხვევა, როდესაც თბილისის მერიის ავტომობილებში ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმულია 57.7 ათასი ლარის ღირებულების 29 ათასი ლიტრი საწვავი, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის ანგარიში 2017-2018 წლებს ეხება და მასში აღნიშნულია, რომ თბილისის მერიასა და გამგეობებში დასაქმებულების მიერ სამსახურებრივი ავტომობილებით სარგებლობა და გადაადგილება შესაძლოა არ უკავშირდებოდეს...
2017- 2018 წლებში თბილისის მერიასა და გამგეობებში სრულყოფილად არ აღირიცხებოდა დასაქმებულთა ნამუშევარი საათები, რის გამოც, შესაძლოა, ხელფასი გაიცემოდა ისეთ დასაქმებულებზეც, რომლებიც სამსახურში არ ცხადდებოდნენ, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017-2018 წლებში ქ. თბილისის მერიასა და გამგეობებში მოქმედი შინაგანაწესების თანახმად, დასაქმებულთათვის გათვალისწინებული იყო 8-საათიანი...
„შევიტყვე მოარული თუ შეგნებულად გავრცელებული ხმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია. რადგან ვხედავ მცდელობას, პოლიტიკიდან გასვლის მიუხედავად, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ჩემი სახელი კვლავაც ქართულ პოლიტიკას დაუკავშირონ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას მივცე მცირე განმარტება ამ თემასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა საქართველოში წლების მანძილზე...
რუსთაველის ქუჩაზე, სანაპიროს გამყოლი სკვერის მოწყობის პროცესს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილესთან იოსებ რაზმაძესთან და მონიტორინგის განყოფილების უფროსთან გიორგი ტაბატაძესთან ერთად გაეცნო.
ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ბულვარის სიგრძე 2076 მეტრი იქნება. პროექტის მიხედვით სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება დემონტაჟის სამუშაოები, ტერიტორია კეთილმოეწყობა. განთავსდება გარე-განათება.
მათი ინფორმაციით, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები და ველობილიკი. ტერიტორიაზე განთავსდება საბაღე სკამები, საბავშვო ატრაქციონები და სასმელი წყლის ბიუვეტი....
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს კახა გვანცელაძეს უსმენენ, ხმაური იყო.
დაპირისპირება „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერ გიორგი ვაშაძესა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუას შორის კახა გვანცელაძის ანაზღაურების საკითხმა გამოიწვია. ვაშაძემ დაპირისპირების დროს ზარქუას ურჩია „თხა და გიგო წაეკითხა", ზარქუამ კი მას „ჩმორი" უწოდა.
ხელფასის შესახებ კითხვა გვანცელაძეს ვაშაძემ დაუსვა და ასევე, ბაღის აღმზრდელთა ანაზღაურებით დაინტერესდა.
კახა გვანცელაძის კითხვაზე, თუ რამდენი უნდა იყოს...
პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის ხელმძღვანელობით, კომიტეტთან არსებული „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის" შეხვედრა გაიმართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრი ორგანიზაციების (ორგანიზაცია „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" და ორგანიზაცია „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები") წარმომადგენლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სს „RMG Copper"-ისა და შპს „RMG Gold"-ის წარმომადგენლებმა იმსჯელეს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































