გორის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნება” დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა

369

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მამუკა ფანიაშვილმა “ქართული ოცნება” დატოვა და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” შეუერთდა.

“ნაცვლად ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვისა, “ქართული ოცნების” ყოველდღიური საზრუნავი გახდა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება! მოკლედ რომ ვთქვათ, ვტრიალებთ ჩაკეტილ წრეზე და ეს ქვეყანას კარგს არაფერს უქადის! ქვეყანას სჭირდება ახალი დღის წესრიგი, რომელიც მიმართული იქნება არა საზოგადოების გახლეჩვასა და რადიკალიზმზე, არამედ ქვეყნის განვითარებაზე ყოველდღიურ ფიქრსა და მოქმედებებზე” , – განაცხადა მამუკა ფანიაშვილმა.

მამუკა ფანიაშვილი მმართველ პარტიას 2016 წლიდან შეუერთდა. 2017 წელს საკრებულოში “ქართული ოცნების” კვოტით მოხვდა.