საპარლამენტო ოპოზიციის წევრ გიორგი ვაშაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპის გაზრდის მიზნით, საჭიროა, განსხვავებული მოდელის შექმნა, რომელიც კონკურენციას წაახალისებს. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
დეპუტატი ახალი ინიციატივით პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარადგენს.
„ინფრასტრუქტურულ პროექტებში კონკურენცია უნდა შევქმნათ. რომელი უწყებაც კარგად იმუშავებს, მას მეტი თანხა მივცეთ. სხვა მოდელი...
მყავს ახალგაზრდების ძალიან დიდი გუნდი, ვინც ჩემთან ერთად ამ სამი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობს და ვაკეთებთ საქმეს, რათა რადიკალურად შევცვალოთ, ქალაქში არსებული ვითარება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.
კითხვაზე, იყრის თუ არა კენჭს მეორედ კახა კალაძე, მან განაცხადა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.
„ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მით უფრო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში...
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით კოორდინაცია აუცილებელია. პარტიის ერთ-ერთი წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საერთო ოპოზიციურ კანდიდატად ისეთი პირი უნდა აირჩიონ, რომელიც ყველა პარტიას გააერთიანებს.
"იმავდროულად, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კონსულტაციისათვის განვიხილოთ ასევე სხვა კანდიდატებიც, არაპოლიტიკური ფიგურები, მეურნეები, პროფესიონალები და ა.შ...ერთობის ხათრით, ერთობის აუცილებლობიდან გამომდინარე, მზად ვართ ნიკა მელიას გარდა, განვიხილოთ სხვა კანდიდატებიც" - ამბობს ბეჟაშვილი.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ისევ ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს არსად, მხარს არ დაუჭერს:
"არცერთ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოყენებულ კანდიდატს არცერთ რაიონში მერობაზე არ დავუჭერთ მხარს, იმიტომ, რომ ეს არის წაგების ფორმულა. სანამ არ დავანგრევთ პარადიგმას, რომ "ქართული ოცნების" ერთადერთი ალტერნატივა "ნაციონალური მოძრაობაა" მანამდე ყოველთვის წავაგებთ. ასე არ არის, არ ვარ მე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი,...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციისთვის აჭარაში, ბათუმში დამატებითი კაბინეტი გაიხსნა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სექტორული ვაქცინაცია უკვე დაწყებულია. დაისვა საკითხი - იმისთვის, რომ უფრო კომფორტული იყოს ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაცია, დამატებითი კაბინეტები გახსნილიყო. ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა ეს ჩვენი თხოვნა და აჭარაშიც, ბათუმშიც გაიხსნა დამატებითი კაბინეტი. ახლა აქტიური ტურისტული სეზონია, გვესმის,...
წყალმომარაგების კომპანია ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ მატანის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობას აქტიურად განაგრძობს.
წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, სოფელ მატანში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია. მოსახლეობა ძირითადად საუბნო ონკანებით სარგებლობს.
„პროექტით გათვალისწინებულია 4 სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის მშენებლობა. გარდა ამისა მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი.
სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი, შედეგად სოფელ მატანში მცხოვრები 5000-მდე ადამიანი, სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება”,-...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა“, საქართველოში არსებული ქარსაფარი ზოლების იდენტიფიცირება-ინვენტარიზაციასა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ითვალისწინებს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქვეყანაში არსებული ქარსაფარი ზოლის ტერიტორიების იდენტიფიცირება და მათი ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა, ასევე აღნიშნულ ტერიტორიებზე შემორჩენილ ქარსაფარ ზოლებში არსებული მერქნიანი მცენარეების სახეობრივი შემადგენლობის და ხნოვანებითი სტრუქტურის განსაზღვრა,...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საპილოტე პროგრამა - "უფასო გაზიფიცირება ოჯახებს" დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, პროექტში ჩართვა შეუძლიათ 30 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებს. ამ დროისთვის პროგრამაში ჩართულია 11, ხოლო მიმდინარე პროცესშია 14 ოჯახი. ასევე, მერია ოთხი თვის განმავლობაში ბენეფიციარებს გახარჯული ბუნებრივი აირის საფასურს სრულად აუნაზღაურებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე...
გორის ტრანსპორტის სააგენტო: ინფორმაცია, რომ გადაჯდომის დროს მგზავრებს თანხა ორჯერ ეჭრებათ, არასწორია
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტომ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ინფორმაცია თითქოს მუნიციპალურ ტრანსპორტში ერთი საათის შუალედში სხვა ავტობუსში გადაჯდომის დროს, მგზავრებს თანხა ორჯერ ეჭრებათ, სიმართლეს არ შეესაბამება.
"შეგახსენებთ, გორის სატრანსპორტო ბარათებისთვის, თიბისი ბანკის ბარათებისთვის და ასევე საერთაშორისო საბანკო VISA / Master Card ბარათებისთვის მოქმედებს ერთსაათიანი დროითი შეღავათი, რაც გულისხმობს, რომ გორის მუნიციპალურ ტრანსპორტში, პირველი მგზავრობის შემდეგ, ყველა მომდევნო მგზავრობა არის უფასო დროის ამ შუალედში. ...
1-15 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო დევნილი ბავშვებისთვის საზაფხულო სკოლის მოწყობას გეგმავს.
ღონისძიება მუნიციპალურ ორგანიზაციას 2021 წლის სამოქმედო გეგმაში აქვს გაწერილი. საზაფხულო სკოლის მოსაწყობად ბიუჯეტში 700 ლარია გათვალისიწინებული და მას კულტურის განყოფილება გაუწევს ორგანიზებას. სააგენტო ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობს, რადგან ღონისძიების განხორციელების პროცესი ქვეყანაში ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
ინფორმაციისთვის, კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, covid-19 -ის გამო...
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში შიდა საუბნო გზების მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 558 ათას ლარზე მეტით ფინანსდება.
უბნებში, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება, ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, დაზიანებული გზები კი მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა, წვიმის დროს მოვარდნილ ღვარცოფს სანიაღვრე არხები ვერ იტევდა და საცხოვრებელი სახლების ეზოებს ტბორავდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საზაფხულო ჯგუფები იმუშავებს. ქალაქის მეოთხე ბაგა-ბაღში 4 ასაკობრივი ჯგუფი პირველი ივლისიდან ერთი თვით გაიხსნება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
საზაფხულო ჯგუფებში იმ მშობლების შვილები ივლიან, რომელთა დედ-მამაც დასაქმებულები არიან და გაერთიანებაში ამის დამადასტურებელ ცნობას წარადგენენ, თუმცა ლელა თევდორაშვილის განმარტებით, გაითვალისწინებენ თვითდასაქმებული მშობლების ინტერესებსაც. ჯგუფებში 30 აღსაზრდელზე მეტი არ დაიშვება.
"სინოვაკის" ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაცია 14 ივნისიდან განახლდება.
"1 ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ "სინოვაკის" ვაქცინას 18 წლის ასაკიდან გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მისცა.
საქართველოში "სინოვაკის" 100 000 დოზა ვაქცინა 29 აპრილს შემოვიდა და დღემდე პირველი დოზით აცრილია 17 199 მოქალაქე. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს: booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ „სინოვაკის“ მეორე...
2021 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს მოსახლეობა ელექტროენერგიას ახალი კომპანიებისგან მიიღებს. თბილისის მცხოვრებლებისთვის ეს იქნება კომპანია "თელმიკო", დანარჩენი რეგიონების მცხოვრებლებისთვის კი - "ეპი ჯორჯია".
ეს ცვლილება ქვეყნის ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმებით არის განპირობებული. კანონით ერთმანეთისგან გაიმიჯნა ელექტროენერგიის განაწილების და მიწოდების საქმიანობები. შესაბამისად, თუკი აქამდე დენის მიწოდებასაც და განაწილებასაც ერთი და იგივე იურიდიული პირი უზრუნველყოფდა, ახლა ეს საქმიანობა გამიჯნულია. ამის გამო, "თელასმა" და "ენერგო პრო ჯორჯიამ" დააფუძნეს...
2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლისა და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 094.4 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1 234.6 ათასი ვიზიტი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 23.4 პროცენტით მეტია 2020 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემზე.
„ამასთან, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო...
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს.
გამგეობის ცნობით, ამჯერად, გზის კაპიტალური მოწესრიგება კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე სრულდება, სადაც, სამუშაოების შედეგად, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები და 10 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარის დაგება სრულდება.
მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა LED განათება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის კი, დაახლოებით, 827 508 ლარი დაიხარჯება.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































