ბეჟაშვილი მერობის კანდიდატზე: ერთობის ხათრით, მზად ვართ ნიკა მელიას გარდა, განვიხილოთ სხვა კანდიდატებიც

313

“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით კოორდინაცია აუცილებელია. პარტიის ერთ-ერთი წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საერთო ოპოზიციურ კანდიდატად ისეთი პირი უნდა აირჩიონ, რომელიც ყველა პარტიას გააერთიანებს.

“იმავდროულად, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კონსულტაციისათვის განვიხილოთ ასევე სხვა კანდიდატებიც, არაპოლიტიკური ფიგურები, მეურნეები, პროფესიონალები და ა.შ…ერთობის ხათრით, ერთობის აუცილებლობიდან გამომდინარე, მზად ვართ ნიკა მელიას გარდა, განვიხილოთ სხვა კანდიდატებიც” – ამბობს ბეჟაშვილი.