“სინოვაკის” ვაქცინით აცრაზე რეგისტრაცია დღეიდან განახლდება

333

“სინოვაკის” ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაცია 14 ივნისიდან განახლდება.

“1 ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ “სინოვაკის” ვაქცინას 18 წლის ასაკიდან გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მისცა.

საქართველოში “სინოვაკის” 100 000 დოზა ვაქცინა 29 აპრილს შემოვიდა და დღემდე პირველი დოზით აცრილია 17 199 მოქალაქე. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს: booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522″, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ „სინოვაკის“ მეორე დოზა კეთდება პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში.