ახმეტის სოფელ მატანის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

597

წყალმომარაგების კომპანია ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ მატანის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობას აქტიურად განაგრძობს.

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, სოფელ მატანში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია. მოსახლეობა ძირითადად საუბნო ონკანებით სარგებლობს.

„პროექტით გათვალისწინებულია 4 სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის მშენებლობა. გარდა ამისა მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი.

სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი, შედეგად სოფელ მატანში მცხოვრები 5000-მდე ადამიანი, სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.