გორის ტრანსპორტის სააგენტო: ინფორმაცია, რომ გადაჯდომის დროს მგზავრებს თანხა ორჯერ ეჭრებათ, არასწორია

446

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტომ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ინფორმაცია თითქოს მუნიციპალურ ტრანსპორტში ერთი საათის შუალედში სხვა ავტობუსში გადაჯდომის დროს, მგზავრებს თანხა ორჯერ ეჭრებათ, სიმართლეს არ შეესაბამება.

“შეგახსენებთ, გორის სატრანსპორტო ბარათებისთვის, თიბისი ბანკის ბარათებისთვის და ასევე საერთაშორისო საბანკო VISA / Master Card ბარათებისთვის მოქმედებს ერთსაათიანი დროითი შეღავათი, რაც გულისხმობს, რომ გორის მუნიციპალურ ტრანსპორტში, პირველი მგზავრობის შემდეგ, ყველა მომდევნო მგზავრობა არის უფასო დროის ამ შუალედში.  გამონაკლისს წარმოადგენს დაპატიჟების შემთხვევა. დაპატიჟება, არის ერთი და იგივე ავტობუსში რამდენიმე სამგზავრო ბილეთის ყიდვის შესაძლებლობა. ამ დროს, ბარათის პირველადი გატარებისას მომხმარებელი იხდის მგზავრობის საფასურს დროითი შეღავათის გათვალისწინებით, თუმცა მეორე და შემდგომი ბილეთის აღებისას, იხდის ბილეთის სრულ ღირებულებას „დაპატიჟების პერიოდის“ ფარგლებში. “დაპატიჟების პერიოდად“ ერთი და იგივე ავტობუსებში განისაზღვრება 15 წუთი.”

სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, სხვა ავტობუსში გადაჯდომის დროს, ერთ საათიან შუალედში თუკი ჩამოეჭრებათ თანხა, აცნობონ სააგენტოს.

“აქვე აღვნიშნავთ, რომ თუ ერთსაათიან შუალედში, გადაჯდომის დროს დაფიქსირდება თანხის ორჯერ ჩამოჭრის შემთხვევა, აუცილებლად მოგვმართეთ, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, რომელ ნომერ ავტობუსში და რომელ საათზე დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა,ასევე, მოგვაწოდეთ სატრანსპორტო ბარათის ნომერი და ჩამოჭრილი თანხა უკან დაგიბრუნდებათ”, – ნათქვამია განცხადებაში.