გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს.
გამგეობის ცნობით, ამჯერად, გზის კაპიტალური მოწესრიგება კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე სრულდება, სადაც, სამუშაოების შედეგად, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები და 10 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარის დაგება სრულდება.
მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა LED განათება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის კი, დაახლოებით, 827 508 ლარი დაიხარჯება.