ყვარლის სოფელ ახალსოფელში შიდა საუბნო გზების მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს

477

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში შიდა საუბნო გზების მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 558 ათას ლარზე მეტით ფინანსდება.

უბნებში, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება, ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, დაზიანებული გზები კი მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა, წვიმის დროს მოვარდნილ ღვარცოფს სანიაღვრე არხები ვერ იტევდა და საცხოვრებელი სახლების ეზოებს ტბორავდა.