გორში დევნილი ბავშვებისთვის საზაფხულო სკოლის მოწყობა იგეგმება

407

1-15 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო დევნილი ბავშვებისთვის საზაფხულო სკოლის მოწყობას გეგმავს.

ღონისძიება მუნიციპალურ ორგანიზაციას 2021 წლის სამოქმედო გეგმაში აქვს გაწერილი. საზაფხულო სკოლის მოსაწყობად ბიუჯეტში 700 ლარია გათვალისიწინებული და მას კულტურის განყოფილება გაუწევს ორგანიზებას. სააგენტო ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობს, რადგან ღონისძიების განხორციელების პროცესი ქვეყანაში ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

ინფორმაციისთვის, კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, covid-19 -ის გამო დაწესებული შეღუდვებიდან გამომდინარე გეგმით გათვალისწინებული რიგი ღონისძიებები განუხირციელებელი დარჩა.