როდის გაიხსნება საზაფხულო ჯგუფები ქალაქ გურჯაანის საბავშვო ბაღებში

456

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საზაფხულო ჯგუფები იმუშავებს. ქალაქის მეოთხე ბაგა-ბაღში 4 ასაკობრივი ჯგუფი პირველი ივლისიდან ერთი თვით გაიხსნება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

საზაფხულო ჯგუფებში იმ მშობლების შვილები ივლიან, რომელთა დედ-მამაც დასაქმებულები არიან და გაერთიანებაში ამის დამადასტურებელ ცნობას წარადგენენ, თუმცა ლელა თევდორაშვილის განმარტებით, გაითვალისწინებენ თვითდასაქმებული მშობლების ინტერესებსაც. ჯგუფებში 30 აღსაზრდელზე მეტი არ დაიშვება.