თბილისის ბაღებში ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს, 10:00 საათიდან დაიწყო. ინფორმაციას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. ამასთან, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ რეგისტრაციის გავლისას ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2021 წლის 15 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის. რეგისტრაცია თბილისის საჯარო ბაღებში წარიმართება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge. რეგისტრაციის დღეს იმუშავებს...
თბილისი სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული გაერთიანების - Nordic Tourism Collective წევრი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ორგანიზაციის წევრებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დღეს, ვებინარზე თბილისის ტურისტული პოტენციალი და პროდუქტები წარუდგინა. „ტურიზმი დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ეკონომიკური სექტორია. თბილისის მერია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულების განვითარებისათვის და ჩართული იყო ტურიზმის სექტორის აღდგენის პროცესში, სხვადასხვა ტიპის კამპანიების სახით,...
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, ბაგები-საბურთალოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა აგვისტოში დაიწყება. ამის შესახებ მან გადაცემა „საქმის კურსში“ დედაქალაქის მერიის მიერ დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას განაცხადა. „ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ამ დროისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და სამშენებლო სამუშაოები უშუალოდ აგვისტოს დასაწყისში დაიწყება. ამ პროექტის ვადა 2 წელია და ამ პერიოდში სამშენებლო სამუშაოები სრულად უნდა...
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე,  ე.წ სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე მდებარე კლუბის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი 1 394 587 ლარზე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კვირაში დასრულდება. ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 27 ივნისიდან იწყება. სამშენებლო სამუშაოებისთვის 2021 წელს ჯამში 671 361 ლარი დაიხარჯება, მათ შორის 33 568 ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 2022 წლისთვის კი თანხა, 723 226 ლარი მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაობის განხორციელებაზე სახელმწიფო შესყიდვა გუშინ გამოაცხადა. შეთავაზებების მიღება აღნიშნულ შესყიდვაზე 2 ივლისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, მიმწოდებელმა ადგილზე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 510 დღის ვადაში უნდა დაასრულოს და საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში აწარმოოს. პროექტის დაფინანსების წყარო 2021-2022 თბილისის...
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ათი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულთა უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ...
ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ქვაბისხევში სპორტული მოედნის მოწყობა დასრულდა. მათივე ცნობით, მოედნის მიმდებარედ განთავსებულია ფიტნეს ზონა, რაც ერთიანობაში სპორტულ კომპლექსს ქმნის. შესრულებულ სამუშაოებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი და მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე ადგილზე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა არდაგნის დასახლებაშიც. ქვაბისხევსა და არდაგანში სპორტული მოედნების მოწყობა/რეაბილიტაციის ღირებულება 110 820 ლარს შეადგენს. სამუშაოები...
აჭარის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს მორიგ საკანონმდებლო ინიციატივებს წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილება, კანონმდებლებმა საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. „უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო პაკეტი ერთდროულად საქართველოს სამი კანონის ცვლილებას ითვალისწინებს: ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ და ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“. საქართველოს კანონებში ცვლილების მიზანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის...
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 30 ივნისს დასრულდება. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი, ზაურ ქარამოვი ამბობს, 15 ივნისს სკოლამდელი მზაობის ჯგუფები დაითხოვეს. მაშინ, როდესაც სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში ოფიციალურად დამთავრდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. „ამ ეტაოზე, მხოლოდ სასკოლო მზაობის ჯგუფები დავითხოვეთ. ბაღებში სწავლა 30 ივნისამდე გაგრძელდება. ჩვენ მარნეულის სკოლებში სკოლამდელი მზაობის ცენტრები 9 ლოკაციაზე გვაქვს - სულ 16 ჯგუფია“ -...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში „მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის“ შესახებ თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა. თემატური მოკვლევა მიზნად ისახავს შეისწავლოს ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობა და გამოავლინოს ის პრობლემები, რომელიც ხელს უშლის მოქალაქეებს, აქტიურად და ეფექტიანად ჩაერთონ მუნიციპალიტეტების საქმიანობაში. თემატურ მოკვლევაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, შესაბამის სამინისტროებს, სამთავრობო უწყებებს, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა...
რუსთავის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2021-2022 სააღმზრდელო წლისთვის 18 ივნისს დაიწყება. რეგისტრაცია ჩატარდება საიტზე : www.rustavikids.ge რეგისტრაცია განხორციელდება: 11.00 საათიდან 2-3 წლიან ასაკობრივ ჯგუფში. (16.09.2018 წლ.-დან 15.09. 2019 წლ. - ის ჩათვლით პერიოდში დაბადებული ბავშვები). 12.00 სთ-დან 3-4 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (16.09.2017 წ.-დან- 15.09.2018 წლ.-ის ჩათვლით დაბადებული ბავშვები) 13 საათიდან 4-5 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (16.09.2016 წლ.-დან 15.09.2017 წლ.-ის ჩათვლით დაბადებული ბავშვები) 14 საათიდან 5-6...
გორის მერიაში საკადრო ცვლილებები გრძელდება. რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით სამსახურიდან გაათავისუფლეს ოლეგ ხუბულური, რომელიც ადმინისტრაციისა და შესყიდვების ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას იკავებდა. "რადიო მოზაიკას" წყაროს ცნობით, ოლეგ ხუბულური თანამდებობიდან დისციპლინარული წარმოების შედეგად გაათავისუფლეს. როგორც რადიო "მოზაიკამ" გაარკვია, ხუბულურის მიმართ დისციპლინარული საქმის წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან, 15 ივნისს ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გორის მერია პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. გათავისუფლების მიზეზად, მას სამსახურში არ გამოცხადებები და გაკეთებული...
გორის მუნიციპალიტეტის 5 მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელში მზის ენერგიაზე მომუშავე პერსონალური ელექტროენერგიის სისტემები დამონტაჟდება. მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 108 520 ლარია. სატენდერო პირობების თანახმად, სისტემა უნდა დამონტაჟდეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეში, ლულიში, ფიცესში, წითელწყაროსა და ველებში. მას შემდეგ, რაც მერია ტენდერში გამარჯვებულს გამოავლენს, კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 40-დღიანი ვადა მიეცემა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტი აზიის განვითარების ბანკის 30 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ველისციხის ურბანული განახლების პროექტის მიხედვით, სოფელ ველისციხის ცენტრალურ ნაწილში 60- მდე სახლის, თეატრის მოედნისა და ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, თეატრის ფასადისა და I სართულის რეკონსტრუქცია და მიმდებარე პარკის კეთილმოწყობაა დაგეგმილი. ასევე, მოწესრიგდება გზა, სანიაღვრე...
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის მცხოვრებლები საფეხბურთო მოედნის შესაძლო გასხვისებას აპროტესტებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ირაკლი ჩიგოგიძემ განუცხადა, ბაღდათის მერიას გადაწყვეტილი აქვს სოფლის საფეხბურთო სტადიონის სასოფლო-სამეურნეო მიწად გაყიდოს. „ბაღდათის მერი, სოფელ ვარციხის სტადიონს მასთან დაახლოებული მეგობრის კომპანიისთვის მიყიდვას გეგმავს, რომ შემდგომში კომპანიამ ვაზი გააშენოს, აღნიშნულმა ფაქტმა ადგილობრივ მოსახლეობაში ვნებათაღელვა გამოიწვია, მეტიც თუ მერი ამ პროცესს არ შეაჩერებს ადგილობრივები პროტესტის სხვა...
კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, საავტომობილო გზის მოწყობა მიმდინარეობს. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ასფალტის საფარი 2 525 მეტრზე იგება, პროექტის ღირებულება კი 735 000 ლარია. „გზის სამშენებლო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ დაათვალიერეს. წმინდა ნინოს ქუჩაზე გზა ავარიულ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. ასფალტის საფარი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ