რუსთავის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2021-2022 სააღმზრდელო წლისთვის 18 ივნისს დაიწყება.
რეგისტრაცია ჩატარდება საიტზე : www.rustavikids.ge
რეგისტრაცია განხორციელდება: 11.00 საათიდან 2-3 წლიან ასაკობრივ ჯგუფში.
(16.09.2018 წლ.-დან 15.09. 2019 წლ. – ის ჩათვლით პერიოდში დაბადებული ბავშვები).
12.00 სთ-დან 3-4 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (16.09.2017 წ.-დან- 15.09.2018 წლ.-ის ჩათვლით დაბადებული ბავშვები)
13 საათიდან 4-5 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (16.09.2016 წლ.-დან 15.09.2017 წლ.-ის ჩათვლით დაბადებული ბავშვები)
14 საათიდან 5-6 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში (16.09.2015წ.დან – 15.09.2016წ.-ის ჩათვლით დაბადებული ბავშვები).
სარეგისტრაციო საიტი ჩაირთვება უშუალოდ რეგისტრაციის წინ.
ელექტრონული რეგისტრაციის გავლისა და ბავშვის ჩარიცხვის შემთხვევაში ბაგა-ბაღში უნდა წარადგინოთ შემდეგი საბუთები:
1.ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
2. ორი ფოტოსურათი (3×4)
3. ცნობა ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ, გაცემული იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს” ან
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. (საინფორმაციო ბარათი)
4. ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
ჩარიცხული ბავშვების საბუთებს მიიღებს შსაბამისი ბაგა- ბაღის ადმინისტრაცია 21 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით