გორის მუნიციპალიტეტის 5 მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელში მზის ენერგიაზე მომუშავე პერსონალური ელექტროენერგიის სისტემები დამონტაჟდება.
მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 108 520 ლარია. სატენდერო პირობების თანახმად, სისტემა უნდა დამონტაჟდეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეში, ლულიში, ფიცესში, წითელწყაროსა და ველებში.
მას შემდეგ, რაც მერია ტენდერში გამარჯვებულს გამოავლენს, კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 40-დღიანი ვადა მიეცემა.