ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის მცხოვრებლები საფეხბურთო მოედნის შესაძლო გასხვისებას აპროტესტებენ

507

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის მცხოვრებლები საფეხბურთო მოედნის შესაძლო გასხვისებას აპროტესტებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ირაკლი ჩიგოგიძემ განუცხადა, ბაღდათის მერიას გადაწყვეტილი აქვს სოფლის საფეხბურთო სტადიონის სასოფლო-სამეურნეო მიწად გაყიდოს.

„ბაღდათის მერი, სოფელ ვარციხის სტადიონს მასთან დაახლოებული მეგობრის კომპანიისთვის მიყიდვას გეგმავს, რომ შემდგომში კომპანიამ ვაზი გააშენოს, აღნიშნულმა ფაქტმა ადგილობრივ მოსახლეობაში ვნებათაღელვა გამოიწვია, მეტიც თუ მერი ამ პროცესს არ შეაჩერებს ადგილობრივები პროტესტის სხვა ფორმებს მიმართავენ“, – განაცხადა ირაკლი ჩიგოგიძემ.

ბაღდათის მერის არჩილ გოგსაძის თქმით, აღნიშნული მიწა სტადიონად არ არის რეგისტრირებული და მას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება აქვს. მერი ადასტურებს, რომ საკმაოდ დიდი ინვესტიცია მართლაც შემოდის, თუმცა სოფელი სტადიონის გარეშე არ დარჩება.