გორის მერიიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს

787

გორის მერიაში საკადრო ცვლილებები გრძელდება. რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით სამსახურიდან გაათავისუფლეს ოლეგ ხუბულური, რომელიც ადმინისტრაციისა და შესყიდვების ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

“რადიო მოზაიკას” წყაროს ცნობით, ოლეგ ხუბულური თანამდებობიდან დისციპლინარული წარმოების შედეგად გაათავისუფლეს.

როგორც რადიო “მოზაიკამ” გაარკვია, ხუბულურის მიმართ დისციპლინარული საქმის წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან, 15 ივნისს ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გორის მერია პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

გათავისუფლების მიზეზად, მას სამსახურში არ გამოცხადებები და გაკეთებული ნეგატიური შეფასებები დაუსახალეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ხუბულურმა აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობა მაშინ დაიწყო, როცა შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი იყო.