სამინისტრო: სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

443

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის 30 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ველისციხის ურბანული განახლების პროექტის მიხედვით, სოფელ ველისციხის ცენტრალურ ნაწილში 60- მდე სახლის, თეატრის მოედნისა და ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, თეატრის ფასადისა და I სართულის რეკონსტრუქცია და მიმდებარე პარკის კეთილმოწყობაა დაგეგმილი. ასევე, მოწესრიგდება გზა, სანიაღვრე სისტემები და მოეწყობა წყლის გამწმენდი ნაგებობა.

პროექტი ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ, ველისციხის მოსახლეობისთვის ახალ ეკონომიკური შესაძლებლობებს გააჩენს.

ტენდერთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე.