რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში „მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის“ შესახებ თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა.
თემატური მოკვლევა მიზნად ისახავს შეისწავლოს ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობა და გამოავლინოს ის პრობლემები, რომელიც ხელს უშლის მოქალაქეებს, აქტიურად და ეფექტიანად ჩაერთონ მუნიციპალიტეტების საქმიანობაში.
თემატურ მოკვლევაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, შესაბამის სამინისტროებს, სამთავრობო უწყებებს, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესის ინკლუზიურობა და მაქსიმალურად მოხდეს, ყველა მხარის პოზიციისა და გამოცდილების გაზიარება.
კომიტეტის წევრების თქმით, მოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნების საფუძველზე რეკომენდაციები შემუშავდება და საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებებიც დაინიცირდება, რომელიც ხელს შეუწყობს უკეთესი, მოქალაქეზე ორიენტირებული ევროპული ტიპის თვითმმართველობის განვითარებას და მონაწილეობით დემოკრატიის გაძლიერებას.
თემატური მოკვლევის ჯგუფში მონაწილეობას მიიღებენ კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი და კომიტეტის წევრები: ანზორ ბოლქვაძე, ედიშერ თოლორაია, ვიქტორ ჯაფარიძე, ზაურ დარგალი, გიორგი ხოჯევანიშვილი, გიორგი ვაშაძე და ნინო ლაცაბიძე.
თემატური ჯგუფის მთავარ მომხსენებლად ეკა სეფაშვილი დასახელდა.